ყველაზე ნეტარნი კი ისინი არიან, რომლებმაც უაღრესი სინანული აჩვენეს სულიერი ტკივილითა და შინაგანი გულშემუსვრილობით განზავებული, და ამგვარად დაამხეს ამპარტავანი მტერი; საკუთარი დაუმორჩილებელი ხორცი მოღვაწეობით დათრგუნეს და სულს დაუქ...
იხილეთ სრულად
ყველაზე ნეტარნი კი ისინი არიან, რომლებმაც უაღრესი სინანული აჩვენეს სულიერი ტკივილითა და შინაგანი გულშემუსვრილობით განზავებული, და ამგვარად დაამხეს ამპარტავანი მტერი; საკუთარი დაუმორჩილებელი ხორცი მოღვაწეობით დათრგუნეს და სულს დაუქვემდებარეს, თავიანთი სინანულით კი (ღვთისაკენ მოქცევით) ზეცას უდიდესი სიხარული მოუვლინეს.
ჩვენ ერთი რამ გვჭირდება ქართველობას - ერთსულოვნება, ერთობა. ჩვენი მძლეველი ერი არ არის. ძალა გვაქვს ისეთი ცას გრაგნილივით დავარღვევთ, მაგრამ ეს გვიჭირს, ამპარტავნებისა და თვითმედიდურობისა და თვითმყოფადობის სურვილით შეპყრობილებს გვ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ერთი რამ გვჭირდება ქართველობას - ერთსულოვნება, ერთობა. ჩვენი მძლეველი ერი არ არის. ძალა გვაქვს ისეთი ცას გრაგნილივით დავარღვევთ, მაგრამ ეს გვიჭირს, ამპარტავნებისა და თვითმედიდურობისა და თვითმყოფადობის სურვილით შეპყრობილებს გვიჭირს ვიყოთ ერთად.
ვიღაცა იყოს პირველი და ვიღაცა იყოს შემდეგი და უკანასკნელი.
საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურებაში – სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს – დასაყრდენი, განს...
იხილეთ სრულად
საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურებაში – სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს – დასაყრდენი, განსაცდელის ჟამს კი – მეგობარი (იაკ. 5, 16; რომ. 15, 30).
544. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა და უთხრა: მაქვს დოგმატური წიგნები და მათი კითხვისას ვგრძნობ, რომ ჩემი გონება ვნებიანი აზრებიდან დოგმატების შემეცნებაზე გადადის. ხოლო ზოგჯერ აზრი მათ კითხვას მიკრძალავს და მეუბნება: ნუ კითხულობ მათ, იმიტომ რომ გულფიცხელი და უწმინდური ხარ
იხილეთ სრულად
544. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა და უთხრა: მაქვს დოგმატური წიგნები და მათი კითხვისას ვგრძნობ, რომ ჩემი გონება ვნებიანი აზრებიდან დოგმატების შემეცნებაზე გადადის. ხოლო ზოგჯერ აზრი მათ კითხვას მიკრძალავს და მეუბნება: ნუ კითხულობ მათ, იმიტომ რომ გულფიცხელი და უწმინდური ხარ
ლოცვა იმ ადამიანისა, ვისაც ძვირი ახსოვს, კლდეზე დათესილ თესლს ჰგავს. უწესო მოღვაწე – უნაყოფო ხეა. შურით მხილება მოწამლული ისარია. ბრძენთა საუბარი ტკბილი წყაროა. ბოროტის მოქმედ კაცთან ყოფნას მხეცებთან ერთად ყოფნა სჯობს. განრღვეულთა...
იხილეთ სრულად
ლოცვა იმ ადამიანისა, ვისაც ძვირი ახსოვს, კლდეზე დათესილ თესლს ჰგავს. უწესო მოღვაწე – უნაყოფო ხეა. შურით მხილება მოწამლული ისარია. ბრძენთა საუბარი ტკბილი წყაროა. ბოროტის მოქმედ კაცთან ყოფნას მხეცებთან ერთად ყოფნა სჯობს. განრღვეულთა შორის ჯდომა სჯობს ამპარტავანთა შორის ჯდომას.
ამპარტავნება და უზნეობა, საკუთარი გონების მოჩვენებითი თავისუფლების დაკარგვის სურვილის არქონა და სურვილი იმისა, რომ საკუთარი თავი დაიხსნან სინდისის ქენჯნისაგან - სარწმუნოების სინათლით რომ ნათდება, და ეს ემხილება ბოროტი ნების ქმედებ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება და უზნეობა, საკუთარი გონების მოჩვენებითი თავისუფლების დაკარგვის სურვილის არქონა და სურვილი იმისა, რომ საკუთარი თავი დაიხსნან სინდისის ქენჯნისაგან - სარწმუნოების სინათლით რომ ნათდება, და ეს ემხილება ბოროტი ნების ქმედებით - აი, ურწმუნოების ძირითადი მიზეზები
ჰოი, ძეო და მორჩილო უფლისაო! საკუთარ თავს ამპარტავნების სულით ნუ აცდუნებ და მოძღვარს შენი ცოდვების შესახებ ისე კი ნუ მოუყვები, თითქოს ისინი სხვებისა იყოს; რადგან საკუთარი თავის შერცხვენის გარეშე მარადიული სირცხვილისაგან ვერ დაიხსნ...
იხილეთ სრულად
ჰოი, ძეო და მორჩილო უფლისაო! საკუთარ თავს ამპარტავნების სულით ნუ აცდუნებ და მოძღვარს შენი ცოდვების შესახებ ისე კი ნუ მოუყვები, თითქოს ისინი სხვებისა იყოს; რადგან საკუთარი თავის შერცხვენის გარეშე მარადიული სირცხვილისაგან ვერ დაიხსნები.