შეიძლება საკუთარი ნებით თავს ვიდოთ სხვადასხვა ღვაწლი: მკაცრი (უზეთო) მარხვა, სიფხიზლე, დიდი რაოდენობის ლოცვები, სხეულით სიმძიმეების ზიდვა, უხეში ტანსაცმლის ტარება?
მარხვა ღვაწლია, მაგრამ მას სიყვარული აღემატება. თუ მარხვით ბოროტი განიდევნება, ვნება ითრგუნება, სხეული დაცხრება და სული მშვიდდება, სიყვარულით ადამიანში თვით უფალი დაივანებს. მარხვის აუცილებლობაზე ღმერთმა მიგვითითა, სიყვარული კი მთ...
იხილეთ სრულად
მარხვა ღვაწლია, მაგრამ მას სიყვარული აღემატება. თუ მარხვით ბოროტი განიდევნება, ვნება ითრგუნება, სხეული დაცხრება და სული მშვიდდება, სიყვარულით ადამიანში თვით უფალი დაივანებს. მარხვის აუცილებლობაზე ღმერთმა მიგვითითა, სიყვარული კი მთავარ მცნებად დაგვიწესა.
ვიდრე ადამიანი ღმერთს გონებით გამოიძიებს, იგი ვერ გაუმკლავდება დემონებს, მუდამ რომ დასცინიან ამაოდ ბრძნობას. მაგრამ საკმარისია ადამიანი ლოცვასა და მარხვას შეუდგეს, რომ იმავე დემონებს შიში შეიპყრობს. თუ ადამიანი ღმერთს გულწრფელი ლო...
იხილეთ სრულად
ვიდრე ადამიანი ღმერთს გონებით გამოიძიებს, იგი ვერ გაუმკლავდება დემონებს, მუდამ რომ დასცინიან ამაოდ ბრძნობას. მაგრამ საკმარისია ადამიანი ლოცვასა და მარხვას შეუდგეს, რომ იმავე დემონებს შიში შეიპყრობს. თუ ადამიანი ღმერთს გულწრფელი ლოცვით მიმართავს და მოთმინებითა და სასოებით თავშეკავების ღვაწლს მიეცემა, შეშფოთებული დემონები მას უმალ განეშორებიან.
ხორციელი თავშეკავება ქრისტიანისთვის პირველდაწყებითი სწავლებაა. ამის შემდეგ მეტი მოგვეთხოვება, ვისწავლოთ გონების, გულისა და ნების მოთოკვა. გონებას თუ მოვთოკავთ, მასში უწმინდურ ფიქრებს ადგილი აღარ ექნება. გულს თუ მოვთოკავთ, ვნებიანი...
იხილეთ სრულად
ხორციელი თავშეკავება ქრისტიანისთვის პირველდაწყებითი სწავლებაა. ამის შემდეგ მეტი მოგვეთხოვება, ვისწავლოთ გონების, გულისა და ნების მოთოკვა. გონებას თუ მოვთოკავთ, მასში უწმინდურ ფიქრებს ადგილი აღარ ექნება. გულს თუ მოვთოკავთ, ვნებიანი გულისთქმები განიდევნება, საკუთარ ნებას თუ შევზღუდავთ, მაცდური და დემონური აზრები განგვეშორებიან.