ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყოველი კაცი მას უნდა ცდილობდეს, რომ სინიდისმან მისმან არ დაუმალოს ცოდვა მისი. უცოდველი არავინ არის; არა ძალუძს კაცსა ხორციელსა იცხოვროს ქვეყანასა ზედა და არა სცოდოს. გარნა ყოველი კაცი უნდა სცდილობდეს, რომ შეიტყოს ცოდვა თვისი, არ ა... იხილეთ სრულად
ვიდრემდის კაცს არ დაუკარგავს გრძნობა ცოდვისა თვისისა, ვიდრემდის ახსოვს თვისი უღირსება, ადვილად მოიქცევა და მიიღებს მოწყალებასა ღვთისაგან.
ცოდვა არათუ დააბნელებს სულსა კაცისასა, არამედ იგი მოქმედობს ხორცსა შინა მისა, იგი მოაკლებს მას სიმრთელესა, შემოაკლებს მისსა სიცოცხლესა და შთააგდებს უდროოდ სამარესა შინა. სულიერნი ცოდვანი, მაგალითებრ, შური, სიძულვილი, ამპარტავნება,... იხილეთ სრულად
ზოგჯერ რომელიმე ცოდვა იმ სახით შეჰკრავს კაცსა, რომელ იგი ხშირად ვეღარ ხმარობს თავისუფლად ვერცა ჭკუასა, ვერცა ნებასა თვისსა. კაცი ცოდვისაგან წარტაცებული და დაპყრობილი თვითონაც ხშირად სწუხს თავის მდგომარეობაზედ; მრავალგზის მოინდომებ... იხილეთ სრულად
უმთავრესნი მიზეზი, რომელი გააქრობს და მოსპობს სულსა შინა ჩვენსა საღმრთოსა წყურვილსა, არის ცოდვა და ცუდი ცხოვრება. ესენი არ შეუშვებენ გულსა შინა შენსა სწავლასა და მადლსა.
ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოცდათვრამეტის წ... იხილეთ სრულად
იფიქრე ძმაო ჩემო, უკეთუ ცოდვა ესრეთ წაგახდენს შენ, ავნებს შენთა მხედველთა და მომავალთა, ცხად არს, რომელ მადლი და სათნოება გიქმს შენ ამის წინააღმდეგსა, ესე იგი, თვით ამ ქვეყანაში იქმნება წყაროდ ნუგეშისა და ბედნიერებისა შენთვის და ყ... იხილეთ სრულად
განგებ ჰქმნა, ძმანო ჩემნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველსა ცოდვასა მიუდგებოდეს ცხადი სენი და უბედურება. კაცსა აქვს დიდი მიდრეკილება ცოდვისადმი; ცოდვა ადვილად მიიზიდავს კაცსა და აცთუნებს. გარნა ღმერთმან ყოველი ცოდვა შეაერთა რომლისამე ... იხილეთ სრულად
კარგად გასინჯე, ძმაო და ერთად წარმოიდგინე, რაოდენი და რა საშინელი ვნებანი შეუდგებიან ცოდვასა; იგი დაგასნეულებს და წაგახდენს თვით შენ; მოყვასნი შენნი, მხედველნი ცოდვისა შენისა, მიიღბენ შენგან ცუდსა მაგალითსა; შვილნი და მომავალნი შე... იხილეთ სრულად
ყოველი კაცის თვისება სულიერიცა და ხორციელიცა გარდადის მისთა შვილთა და მომავალთა ზედა. ყოველი ცოდვა არის თესლი, რომელი თავის დროზედ გამოიღებს მწარესა ნაყოფსა, ვითარცა შენს ბუნებასა შინა, ეგრეთვე ყოველთა მომავალთა შინა შენთა.