როდესაც შენ არ სწუხარ, არამედ ადვილად შეუნდობ შენ თავს ცოდვასა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ აპირობ ცოდვის დატევებას, არამედ მზათ ხარ კიდევ ყოველთვის აღასრულო იგი. ამ სახით შენ მიეჩვევი ცოდვას; ცოდვა გარდაიქცევა შენში მეორე ბუნებად...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ არ სწუხარ, არამედ ადვილად შეუნდობ შენ თავს ცოდვასა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ აპირობ ცოდვის დატევებას, არამედ მზათ ხარ კიდევ ყოველთვის აღასრულო იგი. ამ სახით შენ მიეჩვევი ცოდვას; ცოდვა გარდაიქცევა შენში მეორე ბუნებად, და ამისა მერმე მონანება არა თუ გაგიჭირდება, სრულიად შეუძლებელი იქმნება შენთვის.
ცოდვას ადვილად ნუ უყურებ; რაც გინდა მცირე იყოს ცოდვა, ხომ უმეტესად უნდა შეგაწუხებდეს, მაგრამ მცირე ცოდვისათვისაც უდები ნუ ხარ. მართალია, ღმერთი მოწყალეა, მან იცის ჩვენი ბუნების უსუსურობა, იგი მოგვიტევებს ჩვენ ცოდვას, მაგრამ როდის?...
იხილეთ სრულად
ცოდვას ადვილად ნუ უყურებ; რაც გინდა მცირე იყოს ცოდვა, ხომ უმეტესად უნდა შეგაწუხებდეს, მაგრამ მცირე ცოდვისათვისაც უდები ნუ ხარ. მართალია, ღმერთი მოწყალეა, მან იცის ჩვენი ბუნების უსუსურობა, იგი მოგვიტევებს ჩვენ ცოდვას, მაგრამ როდის? რა პირობით? მაშინ და იმ პირობით, თუ ნახავს, რომ კაცი ნანობს, ესე იგი სწუხს, გრძნობს თვის სიცოდვეს; და თუ ნახა, რომ ჩვენ არარათ ვაგდებთ ჩვენ ცოდვას, თუ ჩვენვე მოუტევებთ ჩვენს თავს ცოდვათა, მაშინ იგი აღარ მოგიტევებს.
„ნუ იტყვი, ვსცოდე, რა იქმნას ჩემდა?“ ამ სიტყვებში შესანიშნავი ჰაზრი არის, რომელზედაც ღირს მივაქციოთ საკუთარი ყურადღება. „რა არის, რომ ვსცოდო? უცოდველი ვინ არის? გარნა ღმერთმან არ იცის ჩვენი სისუსტე? ღმერთი მოწყალეა და მოგვიტევებს“...
იხილეთ სრულად
„ნუ იტყვი, ვსცოდე, რა იქმნას ჩემდა?“ ამ სიტყვებში შესანიშნავი ჰაზრი არის, რომელზედაც ღირს მივაქციოთ საკუთარი ყურადღება. „რა არის, რომ ვსცოდო? უცოდველი ვინ არის? გარნა ღმერთმან არ იცის ჩვენი სისუსტე? ღმერთი მოწყალეა და მოგვიტევებს“ – ამ სახით მრავალნი პირნი თავის თავს შეუნდობენ და გაუადვილებენ ცოდვას. ეს დიდი შეცთომა არის, ძმანო!
„ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად“ (ის. ზირ. 4.3), ესე იგი ნუ დაუჯერებ კაცსა ცოდვის მოქმედებად. ეს დარიგება ვისაც ახსოვს, ის მრავალთა ცოდვათგან იხსნის თავის სულს, მისთვის, რომელ ყოველი კაცი მრავალ ცოდვაში ჩავარდება სხვის მიხედვი...
იხილეთ სრულად
„ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად“ (ის. ზირ. 4.3), ესე იგი ნუ დაუჯერებ კაცსა ცოდვის მოქმედებად. ეს დარიგება ვისაც ახსოვს, ის მრავალთა ცოდვათგან იხსნის თავის სულს, მისთვის, რომელ ყოველი კაცი მრავალ ცოდვაში ჩავარდება სხვის მიხედვით და სხვის აყოლით; მაგალითი წარიტაცებს კაცს. ბოროტი კაცი ხშირად აცთუნებს და აიყოლიებს კაცსა სუსტსა.
მართალია, ადვილი არ არის, რომ მოიშალოს კაცმან თვისი ცოდვა და ჩვეულება, გარნა ძალა უნდა დაატანოს თავის თავსა. ღირს კიდეც, რომ კაცმან ძალა იხმაროს თავის თავზედ, მისთვის რომელ დიდი სარგებლობა მიეცემა აქაც, ამ ქვეყანაზედ და იქაც, უკეთ...
იხილეთ სრულად
მართალია, ადვილი არ არის, რომ მოიშალოს კაცმან თვისი ცოდვა და ჩვეულება, გარნა ძალა უნდა დაატანოს თავის თავსა. ღირს კიდეც, რომ კაცმან ძალა იხმაროს თავის თავზედ, მისთვის რომელ დიდი სარგებლობა მიეცემა აქაც, ამ ქვეყანაზედ და იქაც, უკეთუ გადაეჩვია ერთს რომელსამე ცოდვას.
თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიდ უარჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობეს...
იხილეთ სრულად
თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიდ უარჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობესობისა; ერთი მაინც რომელიმე ცოდვა შენი დასტოვე. იქმნება გქონდა ვისზედმე უკმაყოფილება, ან შური, შეურიგდი მას გულწრფელად და ნუღარა გახსოვს ძვირი მას ზედა და მით დაამტკიცე, რომ სწორეთ გსურს ამიერითგან უმჯობესად იცხოვრო; ან, ...
ყოველი ცოდვის მოქმედი ქრისტიანე არის ქრისტეს მოღალატე. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრეთ, არამედ ვევედროთ ქრისტესა ღმერთსა რათა მოგვცეს მისი შეურყეველი ერთგულება. ამინ.
ეს არის პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე იგი გიბრძანებს შენ, ძმაო, რათა დაივიწყო, მოიძულო ის შენი მანუგეშებელი ცოდვა, რომელი სუფევს შენს ბუნებასა შინა.
ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდაექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა განუწყვეტელითა საკვრე...
იხილეთ სრულად
ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდაექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა განუწყვეტელითა საკვრელითა.