სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები
სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები სიკვდილის ხსოვნა, გამონათქვამები, ციტატები
167. როდესაც გაიცოცხლებ რაიმე სიამოვნების წარმოსახვას, დაიცავი შენი თავი, რომ მყისვე არ გახდე წარტაცებული მისგან, არამედ მცირედით დაახანე, გაიხსენე სიკვდილი და დაფიქრდი, რაოდენ უმჯობესია შეიცნო საკუთარი თავი, _ სიამოვნებისეული საც... იხილეთ სრულად
111. ისევე როგორც დედისეული საშოდან გამოდის ადამიანი, ამგვარადვე გამოდის სხეულიდან სული შიშველი, - ზოგი განწმენდილი და ნათლიერი, ზოგი - ცთომილებებით შემწიკვლული, ზოგიც - გაშავებული მრავალგვარი შეცოდებებით. ამიტომ, მოაზროვნე და ღვთ... იხილეთ სრულად
ნეტარია ის, ვისაც დღედაღამ ახსოვს სიკვდილი და მის დასახვედრად ემზადება. რადგან ასეთი ჩვევა აქვს: მათთან, ვინც მას ელოდება, მხიარული მიდის. ხოლო მათ, ვინც არ ელის, მწარე და სასტიკი სიკვდილი ეწევა
ჭეშმარიტად სოცარია, რომ რაღაც ამდაგვარი წარმართებმაც თქვეს. რადგან ისინიც თვლიდნენ, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.
როგორც ერთმა თქვა, სრულიად შეუძლებელი საქმეა, რომ კაცმა თუნდაც ერთი დღე განვლოს ღვთისნიერად, თუ იგი არ ფიქრობს, რომ ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა.
ვინც ყველაფრისთვის, რაც ამ სოფელს ეკუთვნის, მოაკვდინა თავი, მას ჭეშმარიტად ახსოვს სიკვდილი. ხოლო მას, ვინც ჯერ კიდევ შეპყრობილია რაიმე ვნებით, არ ძალუძს, რომ სიკვდილზე ფიქრში იყოს გამუდმებით, რადგან საკუთარი თავის მტარია იგი.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველგვარი სიკეთის მსგავსად სიკვდილის ხსოვნა ღვთის მადლია, რადგან ხშირად, თვით გარდაცვლილის სარეცელთანაც კი უცრემლოდ, გაქვავებული გულებით ვდგავართ. ზოგჯერ კი ასეთი სამწუხარო სანახაობის გარეშეც ლმობიერდება ჩვენი გ... იხილეთ სრულად
როგორც ზოგიერთს წამოუდგენია უფსკრული უსასრულოდ და ამიტომ უძოროს უწოდებენ მას, ასევე სიკვდილზე ფიქრი უხრწნელ სიწმიდესა და უსასრულო კეთილ საქმეებს ბადებს. ამას ის ღირსი მამაც ამოწმებს რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ.
ასევე არ გამოვტოვებ და ბერი ევსუქის ამბავსაც გიამბობთ. იგი ქოზიფის მთებში ცხოვრობდა. თავდაპირველად მეტად უზრუნველად ატარებდა დროს და სულზე ოდნავადაც არ ზრუნავდა. შემდეგ მოურჩენელი სენი შეეყარა და ერთი საათის განმავლობაში მიცვალებუ... იხილეთ სრულად
ჩვენს მახლობლად იყო ადგილი, რომელსაც თოლა ეწოდებოდა. იქ ერთი ძმა ცხოვრობდა. იგი ხშირად, როდესაც სიკვდილზე ფიქრობდა, მთლად გაშმაგდებოდა და თითქმის გრძნობადაკარგულს, ავი ზნის შეტევით მოწყლულს, ძმები თითქმის უსულოდ მდებარეს ნახავდნენ... იხილეთ სრულად