ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ქრისტესთან, მეორე ადამთან, მეორედ შობით (ნათლობით) დაკავშირებული პიროვნება კვლავაც საჭიროებს ცოდვათაგან გათავისუფლებას და სულიერ შეწევნას, რაც ეკლესიაში ხორციელდება.
ქრისტიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი, იმქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინითაა აღსავსე. ესწრაფვის რა სიკვდილის დამარცხებასა და ღმერთთან მარადიულ მყოფობას, ცდილობს, წუთისოფელში დასძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება... იხილეთ სრულად
უფალი იმდენად დიდია, მისთვის სიმცირე არ არსებობს (ისევე, როგორც სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი პიროვნებისთვის - პატარა ცოდვები).
ადამიანს ძალუძს დაამარცხოს საკუთარ თავში ხანგრძლივად არსებული ყველაზე მძიმე ცოდვაც კი და საბოლოოდ განდევნოს იგი. უფრო სწორედ, მას ამის განხორციელება ღვთის შეწევნით შეუძლია.