განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები
განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები განათლება, ცოდნა, გამონათქვამები, ციტატები
განათლებას საზოგადოებისათვის კეთილი ნაყოფი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც მას საფუძვლად რწმენა უდევს.
მხოლოდ ერთი სწავლება ეძიე, რომელიც აღაგზნებს, კვებავს და განამტკიცებს შენში ღვთის სიყვარულს.
ზედაპირული ცოდნა რელიგიას გვაშორებს, საფუძვლიანი - კვლავ გვაბრუნებს მასთან.
ქრისტიანული რელიგია არ არის სამეცნიერო განათლების წინააღმდეგი. ქრისტიანობა კი არ არის მეცნიერების მტერი, არამედ ადამიანში ცოდნის ნაკლებობა.
ვინც ცოდნას აბუჩად იგდებს და უვიცობით იწონებს თავს, იგი უვიცია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - გონებითაც.
საერო ცოდნა ადამიანს თავისთავდ ბრძენს არ ხდის. ეს მხოლოდ გარეგნულად ანათლებს, მის მეხსიერებას ინფორმაციით ავსებს, მაგრამ ამასთანავე მის გულში ცოდვებსა და ვნებებს ტოვებს. ქვეყანამ დაკარგა ხსოვნა სულიერი სიბრძნისა. ის მიწიერ, კაცობრ... იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს. როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს. ასევე იქცევა ღვთის ს... იხილეთ სრულად
ზომით შეიძინე შენთვის ოქრო, ხოლო სწავლა უზომოდ; როცა გამრავლდეს მწუხარება, ის (სწავლა) იქნება შენთვის განსვენება და სიტკბოებაც.