განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები
განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები განათლება, ცოდნა, გამონათქვამები, ციტატები
თუ ჭკუა არ გაანათლე, ვერ დააფასებ მაცხოვრის სწავლასა და ვერ შეიტყობ მას გულითა. მასასადამე ეცადე, ძმაო, რაც შეგიძლია, გაანათლო სული შენი სწავლითა. პირველი და საღმრთო მოვალეობა კაცისა ის არის, რომ ჭკუა და გონება განათლებული ჰქონდეს... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი და ღრმა სწავლა და განათლება კაცს მოუმატებს სიმდაბლესა, ცრუ და უსაფუძვლო განათლება გაუჩენს გულში ამპარტავნებასა.
146. ხედვა და ცოდნა, როგორც წესი, გამკაცრებული ცხოვრების მეწინამძღვრენი და საფუძველდამდებნი გახლავთ, ვინაიდან მათი გზით ამაღლებული გონება აღწევს იმას, რომ სიამეებს და ყოველსავე სხვას, რც კი ამ ცხოვრებაში გრძნობადია და დამატკბობელი... იხილეთ სრულად
67. გზა ცოდნისკენ ესაა უვნებობა და სიმდაბლე, რომელთა გარეშე ვერვინ იხილავს უფალს.
60. ჭეშმარიტების არმცოდნეს არც ის ძალუძს, რომ ჭეშმარიტად სწამდეს, რადგან ცოდნა ბუნებით წინ უძღვის რწმენას, ვინაიდან წმინდა წერილის სიტყვები ითქვა არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევიცნოთ ისინი, არამედ იმიტომაც, რომ ვაკეთოთ.
212. ბაზარს ჰგავს ყველა შემთხვევა. ვინც იცის ვაჭრობა, ბევრს სარგებლობს მისგან, ხოლო ვინც არ იცის, ზარალს იღებს.
175. საგანთა ცოდნა სასარგებლოა ადამიანისთვის განსაცდელისა და მოწყინების ჟამს, მაგრამ ამავე ცოდნას ლოცვის ჟამს ზიანის მოტანა სჩვევია.
168. ვინც ამჟამინდელ შეჭირვებებს სამერმისო სიკეთეთა მოლოდინით იწყნარებს, ჭეშმარიტი ცოდნა ჰქონია მას მოპოვებული, ამგვარი ვინმე კი ადვილად გათავისუფლდება მრისხანებისა და სევდისაგან.
91. თითოეული ჩვენგანის ცოდნა იმდენადაა ჭეშმარიტი, რამდენადაც განამტკიცებს მას სიმშვიდე, თავმდაბლობა და სიყვარული.
83. ჭეშმარიტი ცოდნის დამვიწყებელი გონება ადამიანებს ისე უსაბუთებს უკეთურებას, როგორც სარგებლობის მომტანს