სულიტ უფალში მყოფობა, რაც შინაგანი საქმიანობის არსია, ჩვენზე როდია დამოკიდებული. უფალი თავად მოიხილავს სულს, სულიც არ შორდება მას, ხარობს მის წინაშე და თბება მისით. როგორც კი უფალი გვერდზე გადგება, სული ცარიელდება და ვერ ხელეწიფებ...
იხილეთ სრულად
სულიტ უფალში მყოფობა, რაც შინაგანი საქმიანობის არსია, ჩვენზე როდია დამოკიდებული. უფალი თავად მოიხილავს სულს, სულიც არ შორდება მას, ხარობს მის წინაშე და თბება მისით. როგორც კი უფალი გვერდზე გადგება, სული ცარიელდება და ვერ ხელეწიფება კეთილი სტუმრის ხელახლა დაბრუნება. უფაი გვტოვებს სულის გამოსაცდელად, ხდება ხოლმე, მიგვატოვებს და გვსჯის არა გარეგნული საქმეების, არამედ იმის გამო, რომ სულმა ღვთისათვის რაღაც არასათნო მიირქვა. უფალი თუმცა გამოსაცდელად გა...
მთავარი გულის გაციებაა. ესაა მტანჯველი და სახიფათო მდგომარეობა. უფალი ამას დასამოძღვრ, შემაგონებელ და გამოსასწორებელ საშუალებად ხმარობს. ის შეიძლება სასჯელის სახით გვეწვიოს. ამის მიზეზი აშკარა ცოდვაა, მაგრამ რაკი თქვენში ეს არ ჩან...
იხილეთ სრულად
მთავარი გულის გაციებაა. ესაა მტანჯველი და სახიფათო მდგომარეობა. უფალი ამას დასამოძღვრ, შემაგონებელ და გამოსასწორებელ საშუალებად ხმარობს. ის შეიძლება სასჯელის სახით გვეწვიოს. ამის მიზეზი აშკარა ცოდვაა, მაგრამ რაკი თქვენში ეს არ ჩანს, ამიტომ მიზეზიც შინაგან გრძნობებსა და და განწყობებში უნდა ვეძიოთ. ხომ არ შემოგეპარათ თავმომწონეობა, ვითომ ისეთი არა ხართ, როგორიც სხვები არიან? ხომ არ ფიქრობთ მაცხოვნებელი გზის თავადვე გაკვალვას და მწვერვალზე საკუთარი...
გულის გამოშრობის დროს უნდა გამოვიძიოთ, რა შემოგვეპარა სულში... ღვთის წინაშე შევინანოთ და გადავწყვიტოთ, რომ მომავალში აღარ გავიმეორებთ. ყველაზე ხშირად ეს გვემართება მრისხანების, უსამართლობის, წყენის, განკითხვის, თავმაღლო...
იხილეთ სრულად
გულის გამოშრობის დროს უნდა გამოვიძიოთ, რა შემოგვეპარა სულში... ღვთის წინაშე შევინანოთ და გადავწყვიტოთ, რომ მომავალში აღარ გავიმეორებთ.ყველაზე ხშირად ეს გვემართება მრისხანების, უსამართლობის, წყენის, განკითხვის, თავმაღლობის და სხვათა გამო, მაკურნებელი ისევ მადლმოსილ მდგომარეობაში დაბრუნებაა და რადგანაც მადლი ღვთის ხელშია, მხოლოდ ლოცვა გვრჩება... ამ სიმშრალისაგან... და გაქვავებული უგრძნობელობისაგან... თავის დასაღწევად.
გწყურიათ და გადაწყვეტილი გაქვთ განმარტოება? გარეგნული განმარტოება თავისთავად მოვა, როცა დამყარდება შინაგანი. ღმერთი იქმს ამას. იცოდეთ, რომ შეიძლება ამ სოფლის ხმაურში განმარტოებული იყოთ, სენაკში განმარტოებული კი სოფლის შუაგულში ტრი...
იხილეთ სრულად
გწყურიათ და გადაწყვეტილი გაქვთ განმარტოება? გარეგნული განმარტოება თავისთავად მოვა, როცა დამყარდება შინაგანი. ღმერთი იქმს ამას. იცოდეთ, რომ შეიძლება ამ სოფლის ხმაურში განმარტოებული იყოთ, სენაკში განმარტოებული კი სოფლის შუაგულში ტრიალებდეთ. გარეგან განმარტოებაზე უმჯობესს დაეუფლებით, თუ საკუთარ თავში ისეთ განმარტოებას მოახერხებთ, როდესაც ვერანაირი გარეგანი აურზაური ვერ შეძლებს თქვენს აყოლიებას.ამისთვის ილოცეთ!
მაშ, დაყუდება მოგინდათ? მოვა დრო და აღასრულებთ, თუმცა უნდა ემზადოთ ამისათვის. საერთოდ, ვფიქრობ, სრული გამოკეტვა მაინც თქვენთვის მიზანშეუწონელია, მაგრამ დრო და დრო განმარტოება კარგია. ამაზე მეტი არც უნდა ისურვოთ. როცა გულში კოცონი ...
იხილეთ სრულად
მაშ, დაყუდება მოგინდათ? მოვა დრო და აღასრულებთ, თუმცა უნდა ემზადოთ ამისათვის. საერთოდ, ვფიქრობ, სრული გამოკეტვა მაინც თქვენთვის მიზანშეუწონელია, მაგრამ დრო და დრო განმარტოება კარგია. ამაზე მეტი არც უნდა ისურვოთ. როცა გულში კოცონი დაინთება და შიგნით ყურადღებით ცხოვრებას დაიწყებთ, ეს იქნება შინ დაყუდება. ის გარეგან განმარტოებას ითხოვს, მაგრამ ვფიქრობ, მაშინაც უმჯობესია დრო და დრო განმარტოვდეთ.
სხეული თუმცა შექმნილია მიწისაგან, ის არა მკვდარი, არამედ ცოცხალი, ცხოველური მშვინვით აღვსილია. სამშვინველში შთაბერილია სული, თავად ღვთის სული, რომლის დანიშნულებაც ის არის, რომ იცოდეს ღმერთი, თაყვანი სცეს, ეძიოს, იგემოს და მთლიანად...
იხილეთ სრულად
სხეული თუმცა შექმნილია მიწისაგან, ის არა მკვდარი, არამედ ცოცხალი, ცხოველური მშვინვით აღვსილია. სამშვინველში შთაბერილია სული, თავად ღვთის სული, რომლის დანიშნულებაც ის არის, რომ იცოდეს ღმერთი, თაყვანი სცეს, ეძიოს, იგემოს და მთლიანად მასში განისვენოს, სხვა არაფერში მის გარდა.
შინაგანი წყობის უკმარისობას უჩივი? უმისოდ რაც არ უნდა აკეთოთ, უსარგებლოა... მისი მოხვეჭა და მასში დამკვიდრება უდაბნოშია ხელსაყრელი. მისი პირველი წარმონაქმნებია: ღვთის შიში, გული შემუსვრილი და დამდაბლებული.
ხედავთ, როგორ ცივა მადლის გარეშე? როგორი მჭკნარი და უძრავიასული ამ დროს? ასეთია კეთილი წარმართების, ასევე ცხოვრებისეულად მოწესრიგებული და კანონის ერთგული ებრაელების და იმ ქრისტიანების მდგომარეობა, რომლებიც ღმერთთან ურთიერთობაში ა...
იხილეთ სრულად
ხედავთ, როგორ ცივა მადლის გარეშე? როგორი მჭკნარი და უძრავიასული ამ დროს? ასეთია კეთილი წარმართების, ასევე ცხოვრებისეულად მოწესრიგებული და კანონის ერთგული ებრაელების და იმ ქრისტიანების მდგომარეობა, რომლებიც ღმერთთან ურთიერთობაში არ იზიარებენ შინაგან ცხოვრებას. გულის ისეთ დამძიმებას, თქვენ რომ განიცდით, ისინი არ იცნობენ, რამეთუ არ განუცდიათ ის, რაც ხდება მადლის ზემოქმედებით. მაგრამ რამდენადაც დროგამოშვებით მათაც გადაეფინებათ სულიერი ნუგეში - ორონდ...
გულის გაცივებას წინ უძღვის მისი რაიმეთი შეპყრობა, რაიმეთი შეზრუნველობა, წუწუნი და განკითხვა... უკმაყოფილება, რაიმე სხეულებრივი სიამე... და აზრების ქროლვა! ფხიზლად იყავით და გულიც ნაკლებად გაგიცივდებათ. გული! სადაა სიცოც...
იხილეთ სრულად
გულის გაცივებას წინ უძღვის მისი რაიმეთი შეპყრობა, რაიმეთი შეზრუნველობა, წუწუნი და განკითხვა... უკმაყოფილება, რაიმე სხეულებრივი სიამე... და აზრების ქროლვა! ფხიზლად იყავით და გულიც ნაკლებად გაგიცივდებათ.გული! სადაა სიცოცხლე, თუ არა გულში?
თუ თქვენი სასოება მცირედ-მცირედ გადაიხრება უფლისაგან, საქმე გამრუდდება, რამეთუ მაშინ უფალი გვტოვებს და თითქოს გვეუბნება: იყავი მასთან, რაზეც ამყარებ სასოებას. არადა რის გამოც გზა გავიმრუდეთ, სრული არარაობაა.