ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტეს კეთილი ნებაა, ყოველი ადამიანი მას ემსგავსოს. როგორც ღვთის ძეს, სურვილი აქვს, რომ ღვთის შვილობა ჩვენც დავიმკვიდროთ. როგორც მეფეს, სურს, რომ ჩვენც მასთან ერთად ვიმეფოთ. როგორც მღვდელმთავარს, უნდა, რომ ღვთისმსა... იხილეთ სრულად
მაცხოვარმა მთვლემარე კაცობრიობა გამოაფხიზლა მსგავსად იმისა, მძინარეს რომ გამოაფხიზლებენ მძიმე და უაზრო ძილისგან. ამ გამოფხიზლებამ ყველა გაახარა, უფრო მეტად განიზარეს, როცა გააცნობიერეს სახარებისეული ჭეშმარიტება და ირწმუნეს, რომ ღვ... იხილეთ სრულად
ორი საპირისპირო სულის გავლენა, ღვთაებრივისა და დემონურის, ყველაზე ნათლად ადამიანზე აისახება. ადამიანი ერთისა და მეორის კულმინაციაა. ჰეროდია და იოანე - აი, ადამიანური ბუნების ორი უკიდურესობა.
ადამიანი ამ ცხოვრებაში არჩევანის წინაშე დგას, ან ამქვეყნიური, ან ცათა სასუფეველი.
განიარაღებულ მტერს ნუ მოკლავ. ტყვეობაში მყოფი შემოსე და დააპურე. მშობლების ცოდვას შვილებს ნუ მოჰკითხავ. რწმენის შეცვლას ნუ აიძულებ. როცა ჯარისკაცი მწყობრში არ დგას, მის თავისუფლებას ნუ შეზღუდავ. ქალის პატიოსნებას ნუ შეურაცხყოფ - ე... იხილეთ სრულად
ადამიანი ის არ არის, ვისაც სამარე დაიტევს, არამედ ის, ვისაც თვით სამყაროც ვერ იტევს.
ამ უსასრულო სამყაროში ადამიანი მინიატურაა, მაგრამ ის საკმაოდ ძლევამოსილია, რომ თავისი ქმედებებით ეს სამყარო შეცვალოს და გარდაქმნას.
ვიდრე ადამიანი ღმერთს გონებით გამოიძიებს, იგი ვერ გაუმკლავდება დემონებს, მუდამ რომ დასცინიან ამაოდ ბრძნობას. მაგრამ საკმარისია ადამიანი ლოცვასა და მარხვას შეუდგეს, რომ იმავე დემონებს შიში შეიპყრობს. თუ ადამიანი ღმერთს გულწრფელი ლო... იხილეთ სრულად
ყველაზე უღირსი ადამიანიც კი ღმერთს ცხოვრებაში სამჯერ გაიხსენებს - როდესაც ხედავს მართალ ადამიანს, რომელიც მისი მიზეზით იტანჯება, როდესაც სხვისი მიზეზით თავად იტანჯება და როდესაც აღსასრულის ჟამი მოაწევს.