ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთს ადამიანი პრიმიტიული და მონოტონური არსებობისთვის არ შეუქმნია. მხოლოდ მიწის დამუშავება და მესაქონლეობა არ განუჩინა მას, უფალს ადამიანის სულიერი სრულყოფა ესათნოება.
უფლისთვის ცალკეული ადამიანი არანაკლებ ღირებულია, ვიდრე ქვეყნები და ერები, რამეთუ თითოეული სულის ცხონება მისი კეთილი ნებაა.
ეშმა კაცთა მოდგმის მოსისხლე მტერია. დასაბამიდან კაცის მკვლელი. ადამიანის წინააღმდეგ მან ყოველგვარი ხერხი გამოიყენა და ახალ მზაკვრობას დღენიადაგ იგონებს, რათა წარწყმიდოს.
თუ ურწმუნო ადამიანი ბრძოლაში გიწვევს, უგუნური შეურაცხგყოფს, გაბოროტებული გდევნის, ჩათვალე, რომ ეს ბოროტისგან არის, რამეთუ ადამიანი ბუნებით ღვთისმოსავია, კეთილი და გონიერი.
ღმერთმა ადამიანი არა დასაღუპავად, ცხონებისათვის შექმნა. არსებობს კი ისეთი მებაღე, ვისაც უნდა, რომ მისმა ნერგმა არ გაიხაროს და ნაყოფი არ გამოიღოს? უფლის ნებაა, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და ბოროტს გაემიჯნოს.
ეკლესია შედგება ჩვენგან, მაგრამ არსი მისი და ცხოველმყოფელი ძალა მისი ჩვენში არ არის. ადამიანის ხორციელი ბუნებაც ხომ შეიცავს ქსოვილს, სისხლს, ლიმფას... მაგრამ ჩვენი რაობა მათში კი არა, იმ მაცოცხლებელ ძალაშია, რომელიც ორგანული შერწყ... იხილეთ სრულად
ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროს მიხვდა, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი თავის შეცნობა. ამ გზით მავალმა თავის სულში აღმოაჩინა გაორება, ურთიერთდაპირისპირებულობა: იხილა ხატი ღვთისა და ზნე ცხოველისა, იხილა სიდიადე და სიმდაბლე თვისი, ... იხილეთ სრულად
წმ. ბასილი დიდის სიტყვით, ადამიანი არის ქმნილება, რომელმაც მიიღო ბრძანება განღმრთობისა, მაგრამ ეს ბრძანება ადამიანის თავისუფლებაზე ძალდატანება როდია, ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და პიროვნულმა არსებამ, შეიძლება მიიღოს ან უარყოს ბ... იხილეთ სრულად