ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულმა ბოროტმა ძალამ შურის გამო სინათლე წაართვა ადამიანებს და ცდილობდა და ცდილობს მის ჩაქრობას, რასაც კეთილი ნების დათრგუნვა მოჰყვა. ნაცვლად იმისა, რომ ნათლით გაბრწყინებულიყო, ადამიანი ბოროტის სადგურად იქცა. ... იხილეთ სრულად
უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი.
მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო, მშვენიერია ადამიანი - ხატი ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა.
ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, გაჩენის დღიდან რომ მოემადლა მას. მან უარყო ღვთის მცნება და, იგემა რა ნაყოფი ხისაგან შემეცნებისა კეთილისა და ბოროტისა, დაკარგა ერთობა ღმერთთან, რის გამოც დაკარგა შინაგანი მთლიანობა და სუ... იხილეთ სრულად
მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ ხატება თვისი: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსა და ხატად ღმრთისა“ (დაბ. 1, 27).
ადამიანი მეფეცაა და მონაც, ცოდვის სამბრძანებლო და ტაძარი სულისა წმიდისა. „ეს რა საოცარი არსებაა, - წერს ცნობილი მეცნიერი პასკალი, - დაპირისპირებულთა რა ერთიანობაა, რა სასწაულია? იგია ყოველთა საგანთა მსაჯული და, ამავე დროს, უბადრუკ... იხილეთ სრულად
პირველმამის, ადამის, სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა. ცნობილი ქართველი მწერალი და საზო... იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი ჭურჭელია, რომელიც უფლის მადლით უნდა იყოს სავსე და წარმოადგენდეს ტაძარს სულისა წმიდისა.
ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება „ხატი ღვთისა“.
ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა, მაგრამ შემდეგ, როცა მან ცოდვა ჩაიდინა, ღმერთმა ადამიანი დასაჯა და სამოთხიდან მიწაზე განდევნა. სწორედ მიწაზე დაუწესა მას დროებით ცხოვრება და სულიერი განწმენდა. აქ მიწაზე უნდა მ... იხილეთ სრულად