არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი, წიგნი
ტელევიზორი უხვ, რაფინირებულ, მზამზარეულ საკვებს იძლევა; რის შედეგადაც გონება ხდება მოდუნებული, უძლური, დამოუკიდებელ აზროვნების უნარს მოკლებული, როგორც გადამეტებული კვებით მოდუნებული და დაბერებული სხეული.
ტელევიზორმა უკანონოდ ხელყო სულიერი სფერო. სულიერ სფეროსჰი არის იერარქიის და ღირებულებების მკაცრი სისტემა. ფშვინვიერს არ შეუძლია გაიგოს სულიერი; ფაანტაზია სულიერი ცხოვრების შესახებ შობს სიყალბეს, რომელსაც წმინდა მამები ხიბლს უწოდებ... იხილეთ სრულად
ტელევიზორი ჰიპნოზირებას ახდენს, მომხიბვლელი ვნებებით გაჟღენთილი გამოსახულებების ნაკადი(ერთდროულად მხედველობითი და სმენითი) ამონებს ფსიქიკას, ცნობიერება მუხრუჭდება, ადამიანი ხდება ტელევიზორის მედიუმი, მისი შთაგონებების შემთვისებელი... იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანი - წმინდა მამების სწავლებით - პატარა სამყაროა; თითოეული ადამიანი არის განუმეორებელი ინდივიდუალობა. ტელევიზორი უნიფიცირებას უკეთებს, პიროვნულობას უკარგავს ადამიანს.
ტელევიზორი ადამიანებს სისასტიკეს ასწავლის. ეს ეხება არა მარტო მკვლელობებისა და ძალადობის სურათებს, რომლებიც ტელეგადაცემებში ზოგჯერ თაყვანისცემისა და გმირობის ატმოსფეროთია გარემოცული, არამედ ეხება არანაკლებ საშიშს: ტელევიზორთან ადა... იხილეთ სრულად
ტელევიზორი ავრცელებს ნერვულ და ფსიქიკურ დაავადებებს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობანი უსაზღვრო არ არის. რამდენიმე საათის განმავლობაში ადამიანი ტელევიზორისგან იმდენ შთაბეჭდილებას ღებულობს, რამდენსაც ადრე მთელი თვის განმავლობაში. ა... იხილეთ სრულად
ამბობენ, რომ ტელევიზორი შეიძლება გახდეს საწყისი რელიგიური განათლებისა. მაგრამ ის კლავს მთავარს, რელიგიის გულს - ლოცვას, სულის მისტიკურ საუბარს ღმერთთან. გადატვირთულ შთაბეჭდილებების ნაკადით სავსე სულს არ ძალუძს განეწყოს ლოცვისთვის.... იხილეთ სრულად
ტელევიზორი აშორებს ერთმანეთისაგან ერთ სახლში, ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს, ცვლის რა მათ ურთიერთობებს ეკრანულ მოჩვენებათა აჩრდილებით. ადამიანმა დაკარგა რა ცოცხალი ადამიანის შეგრძნება, დაკარგა მისი სიყვარული და თანაგრძნობა. იგი აღარ ... იხილეთ სრულად
ტელევიზორმა მორწმუნე ადამიანის სახლებში შემოიტანა მკრეხელური ფილმები ქრისტე მაცხოვარზე. მსახიობის ხელოვნება გარდასახვაა, საკუთარი თავის დავიწყების უნარი, გაიგივება იმასთან, ვისაც თამაშობს. საჭიროა ყოველგვარი რელიგიური გრძნობის უქო... იხილეთ სრულად