ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.
ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ – მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია
ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარ... იხილეთ სრულად
ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.
სახელმწიფოთა შორის კულტურულმა, პოლიტიკურმა თუ სოციალურმა სხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმის შეგნებას, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სახლში, რომლის სახელიც დედამიწაა და მთავარი საუნჯე ამ დედამიწაზე ადამიანია.
ადამიანის ბუნება სრულყოფილი არც კაცშია და არც ქალში, არამედ ორივეში ერთად. ღმერთმა დანერგა ქალსა და მამაკაცში ურთიერთლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთ არსად ქცევისა, მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად.
გრიგოლ ნოსელი, ბიბლიაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სახელი ადამი არის საერთო, კრებითი სიტყვა, ამსახველი არა მარტო ცალკეული პიროვნებისა, არამედ მთელი კაცობრიობისა. აქედან გამომდინარე, ადამი, როგორც ანარეკლი შემოქმედისა, არის მთელი კ... იხილეთ სრულად
ეკლესიის დიდი მამა გრიგოლ ნოსელი ღვთის ხატებას ჩვენში სარკის ანარეკლს ადარებდა. სარკე შეიძლება გატყდეს ან დაიორთქლოს, დაედოს მტვერი ან ჭუჭყი. სარკე შეიძლება იყოს შებრუნებული ისე, რომ არ ასახოს ის, რის დანახვაც გვინდა. მსგავსად ამი... იხილეთ სრულად