პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
ვინც თავისი შრომის საფასურად ღვთისგან საჩუქარს ითხოვს, მას უნაყოფო და სუსტი საძირკველი ჩაუყრია. ხოლო, ვისაც საკუთარი თავი ჭირისა და მრავალი შრომისათვის გადაუდვია, იგი მოულოდნელად და წინასწარი უწყების გარეშე დიდ სიმდიდრეს მიიღებს
საყვარელნო, ვისაც ზეციური სიკეთის მიმართ აქვს სწრაფვა, ზეციურ დიდებას იხილავს, რადგან ვისაც მისი დიდების გემო უგემია, ყოველგვარ ქვეყნიურ დიდებას შეურაცხყოფს; მიკვირს: პირველი თუ არ განუცდია ვინმეს, მან მეორის უარყოფა როგორ შეძლო?
არსებობს უფლის სიტყვა, რომელიც წერილშია ნათქვამი: "ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ!" (1 მეფ. 2,30); და არსებობს სიტყვები, რომლებიც ეშმაკის მზაკვრობიდან მოდის, რადგან ნათქვამია: "ვაი თქვენდა, რამეთუ კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი" ... იხილეთ სრულად
ხშირად თუ რაიმე სათნოება გაგვაჩნია, ღმერთი გვიმალავს მას, რათა სიმდაბლე შევიძინოთ; რადგან, ვინც გვაქებს და უფრო მეტად - ვინც ქებით გვაცდუნებს, ჩვენს სიმდიდრეზე გვიხელს თვალს, ხოლო ეს სიმდიდრე დანახვისთანავე იღუპება და უჩინარდება
საყვარელო, ეშმაკის ამპარტავნებას ნუ შეიწყნარებ, რომელიც გეუბნება, შენი სათნოებანი ყველას დასანახად აღასრულე, რათა არგო მათო; რადგანაც "რაი სარგებელ ეყოს კაცსა", რომელმაც "სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს" (მათ. 16, 26)... იხილეთ სრულად
როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ
სიმდაბლეს წარმოაჩენს არა იგი, ვინც თავს იმდაბლებს, რადგან საკუთარი თავი ყველამ უნდა იტვირთოს, არამედ ის წარმოაჩენს სიმდაბლეს, ვისაც სხვები აგინებენ, თავად მოითმენს და მათ მიმართ სიყვარულს არ დაკარგავს
სხვაგვარი საქმე აქვს ეთიოპიელს და სხვაგვარი - თეთრს. ამგვარადვე სხვადასხვაგვარია პატივმოყვარეობა მათი, ვინც ძმათა შორის მონასტერში ცხოვრობს და ვინც მათი, ვინც უდაბნოში დაყუდებაში იმყოფება
ერთიდაიგივე წამლის დადებით ყველა წყლულს ვერ განკურნავ, ამიტომ სხვა წამალია საჭირო მაშინ, როცა ჩვენ თვითონ მოვიხვეჭთ დიდებას და სხვა მაშინ, როდესაც ჩვენი მცდელობის გარეშე მოდის ის ჩვენთან