სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები

სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ილია II

შობა ქრისტესი - ეს არის მისტიური აქტი, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით. იგია გამოვლინება ადამიანისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვისა; აქტი ღვთისა და კაცის შეერთებისა. შობა ქრისტესი - ეს არის მისტიური აქტი

link
ილია II

მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა. უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა. მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის

link
ილია II

უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე დროს მოწყალეც, რომელიც არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევნა შეგვიძლია. უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე

link
ილია II

"შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 3,2), - ბრძანებს წმიდა წერილი. მოწოდება სინანულისკენ ამავე დროს არის მოწოდება ნამდვილი სიხარულისა და ნეტარებისკენ, ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ. შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი

link
ილია II

ცნობილი ფაქტია, ადამიანები ნაკლებად იზიარებენ სხვათა შეზედულებებს, მაგრამ როცა ეცნობიან მათ აზრებს და თავისას ადარებენ, ხშირად შესაბამისი ცვლილებები შეაქვთ თავის მოქმედებასა და მიმართულებაში. ცნობილი ფაქტია, ადამიანები ნაკლებად იზიარებენ

link
ილია II

იესო ქრისტესმიერი სიყვარული არ არის ზოგადი სიყვარული ხალხისა, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ეს არის სიყვარული შენს გვერდით მდგომი გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისა, რომელსაც შენი თანადგომა სჭირდება. იესო ქრისტესმიერი სიყვარული არ არის ზოგადი

link
ილია II

რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა. რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

link
ილია II

"სასუფეველი ცათა იიძულების" - ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, - ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა. სასუფეველი ცათა იიძულების - ბრძანებს

link
ილია II

ყოველ ადამიანს საკუთარი იდეა, საკუთარი მისწრაფება აქვს, რომლის განხორციელებისთვისაც იგი იღვწის, მაგრამ არსებობს ყველასათვის საერთო იდეაც - ეს არის სწრაფვა ამაღლებისაკენ, ღვთის მსგავსებისაკენ. ყოველ ადამიანს საკუთარი იდეა, მისწრაფება

link
ილია II

წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას, ნეტარებასა და წარუვალ სიხარულს. "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ" (ფილიპ. 4,4), - გვარიგებს პავლე მოციქული. წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს

link

სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

1