პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
არსებობს ასეთი მატლი, რომელიც გაზრდის შემდეგ ფრთებს გამოისხამს და მაღლად აფრინდება; ხოლო როდესაც პატივმოყვარეობა უმაღლეს საზომს მიაღწევს, იგი ყოველგვარი ბოროტების საწყისი ხდება
სასოწარკვეთილების ეშმაკს ბოროტების სიმრავლე ამხიარულებს, ხოლო პატივმოყვარეობის ეშმაკს - სათნოებათა სიმრავლე. პირველის ასული წყლულთა სიმრავლეა, ხოლო მეორესი - შრომის სიმრავლე
ხშირად ის უწმინდური სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შეეხებოდა, თავისი ცბიერებით ბოროტებას დათესავდა და სხეულის ნაწილების ათამაშებით მომავალ საქმეებს უცხადებდა
როდესაც ცოტა ხნით უდაბნოში დავეყუდებით და სიმშვიდეში ვართ, მტერი ჩაგვაგონებს, რომ სოფლად მივიდეთ, რათა დაღუპული სულები გადავარჩინოთ და ვაცხოვნოთ ისინი
როგორც ვაშლის ხეს არ შეუძლია აყვავებამდე ნაყოფის გამოღება, ასევე ადამიანს არ შეუძლია სულიერი ნაყოფის მოტანა, სანამ გარეგნულ მორთულობებს არ მოიშორებს
ყველა, ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატივმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგან ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღასრულებს
გულით უბრალონი არც ისე ხშირად იწამლებიან ამ შხამით; რადგან პატივმოყვარეობა ანადგურებს უბრალოებას და ზაკვითა და ორგულობით სავსე ცხოვრება მოაქვს
ქრისტიანობაში პატივმოყვარე კერპმსახურია, რადგან მას ჰგონია, რომ ღმერთი სწამს, სინამდვილეში პატივის მიღება ღვთისაგან კი არა, კაცთაგან სურს
ვინ არ დასცინებს და უფრო მეტად - ვინ არ იგლოვებს პატივმოყვარე მოღვაწეს, რადგან ლოცვაზე დგომისას ხან იცინის, ხან კი ყველას დასანახად ტირის