პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
როდესაც ეპისკოპოსობის ან წინამძღვრობის სურვილს ნერგავს, იგი არ უნდა მიიღო, რადგან ხორცის სავაჭროდან ძაღლის გაგდება ძალიან ძნელია
"ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან" (1 კორ. 2,11). ამგვარად, უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც პირში აქებს ადამიანებს
ხშირად ღმერთი მისთვის საყვარელ ადამიანებს პატივმოყვარეობის ვნებისაგან კაცთაგან შეურაცხყოფისა და გინების მიღებით განკურნავს
დააკვირდი და ნახავ, რომ უკეთური პატივმოყვარეობა საფლავის კარამდე შესამოსლებით შემკული მოგყვება ყველგან, ყოველგვარ საქმეში
ვისაც ეს სენი არ შეხვედრია, ძალიან ახლოა ცხონებასთან, ხოლო მისით შეპყრობილი წმიდათა დიდებისგან მეტად დაშორებულია
დიდია ის კაცი, ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმინდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს
16. ვნახე მტირალნი, რომელთაც სხვები აგინებდნენ და ამიტომ განრისხდნენ და როგორც სავაჭროში - ვნებით ვნება შეიძინეს
პატივმოყვარე ცხოვრების წესითა და ხორცით მონაზონთა შორის იმყოფება, ხოლო გონებითა და საქმით ერისკაცთა შორისაა
სუფრასთან ჯდომისას, პატივმოყვარება ჩააგონებთ, რომ იმარხულონ და მათზე უმცირესნი უმოწყალოდ ამხილონ