სულიერი მოძღვარი - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მოძღვარი - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მოძღვარი, გამონათქვამები, ციტატები
გწამდეს შენი მოძღვრის, მის სიტყვას დაემორჩილე, სიყვარული გქონდეს და გულწრფელად აღიარე ყოველი გულისსიტყვა, რადგან თავმდაბალ სულს სუფთა აღსარება ახასიათებს.
დამდაბლდით, არაფრად ჩააგდოთ, შეურაცხყავით საკუთარი თავი, რომ თქვენს სულებში ღვთის მშვიდობამ დაისადგუროს. როცა მოძღვარი რაიმე შეცდომის გამო გამხელთ, თავს ნუ იმართლებთ, არამედ თქვით „შემინდეთ“.
შვილო, ყურადღებით იყავი, რომ დიდი სიმდაბლე გქონდეს და მოძღვრის რჩევას დაემორჩილო. ყველა გიყვარდეს და შენს გულისსიტყვას არასოდეს დაუჯერო, არამედ ერთგულად მისდიე შენი მოძღვრის შეგონებებს.
თქვენთვის ვევედრები ღმერთს, თქვენთვის ვტირი, რადგან ჩემი ქრისტესმიერი შვილების სიყვარულისა და მათთვის ტანჯვის გარდა არაფერი ვიცი. თქვენგან კი მხოლოდ ურთიერთსიყვარულს და ერთმანეთის წინაშე დამდაბლებას ვითხოვ.
სულიერი მოძღვრები მხოლოდ მაშინ აზიანებენ ადამიანს, როცა გამოუცდელობის გამო არასწორად ასწავლიან, ესე იგი აღმსარებელს ისეთ წამალს აწვდიან, რომელიც მის სნეულებას ვერ მოარჩენს.
პატერიკიდან და ისიქასტი მამების გადმოცემიდან ვიცით, რომ ძველად ახალგაზრდები და ახალმოსულები გამოცდილი მოძღვრის კურთხევით იშენებდნენ კელიებს და მარტო ცხოვრობდნენ. მოძღვარს მხოლოდ დროდადრო ხვდებოდნენ, მასთან გულისსიტყვებს ამბობდნენ,... იხილეთ სრულად
როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი ... იხილეთ სრულად