ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ჯერ კიდევ პლინიუს უმცროსი წერდა: ადამიანის ბუნება გაყალბებულია, რადგან მასში უკიდურეს სულიერ სიღატაკესთან შერწყმულია უსაზღვრო ამპარტავნება.
მოვიზღუდოთ თავი, რადგან "ვითარცა ამპარტავნება თავით თვისით თვინიერ სხვისა ვნებისა შემძლებელ არს წარწყმედად ჩვენდა, ეგრეთვე განკითხვა მოყვასისა მარტოდ შემძლებელ არს სრულიად წარწყმედად ჩვენდა" (იოანე კიბისაღმწერელი).
ღირსი ისიხი წერს: "სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეც... იხილეთ სრულად
ამპარტავნება საძაგელია, დამამცირებელია, დამამდაბლებელია კაცისა, რადგან იგი დაპირისპირებაა მთელ ქვეყანასთან, გამიჯვნაა ადამიანებისაგან, თვით ღვთისაგან. მისგან გათავისუფლება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. წმიდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯ... იხილეთ სრულად
წმიდა მამები ამბობენ, რომ როგორც წყალი ვერ გაჩერდება შემაღლებულზე, ისე ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება ამპარტავანის სულში. "თუ გაქვს სიმდიდრე უთვალავი, - გვაფრთხილებს წმ. ბასილი დიდი, - მიეკუთვნები მძლავრი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხ... იხილეთ სრულად
ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (ეკლ. 7,10). წმ... იხილეთ სრულად
ამპარტავანს სხვისი უპირატესობა აღიზიანებს. წმ. ეფრემ ასურის თქმით, ამპარტავანი ვერ იტანს მასზე უკეთესს, ასეთისა ან შურს, ან ეჯიბრება მას. იგი ვინმეს შექებას საკუთარ დამცირებად და შეურაცხყოფად იღებს.
უმჯობესია დღეში ორჯერ ჭამო, მაგრამ ნაკლები და სიმდაბლე გაგაჩნდეს, ვიდრე ერთხელ დღეში და კუჭი საკვებით გაიბერო, თავი კი ამპარტავნებით.
ეგოისტურად მოღვაწენი მარხვით, მღვიძარებითა და სხვა რაიმე სათნოებით, ყოველგვარი სარგებელის გარეშე ეწამებიან, რადგან ჰაერს და არა ეშმაკებს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ საცდურები განდევნო, პირიქით, უფრო იზიდავენ, და როგორც შედეგი, მოღ... იხილეთ სრულად