ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, ...
იხილეთ სრულად
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგი ღვთის მადლს უპირისპირდება და უდიდეს ბოროტებას გვაყენებს. იგი მომაკვდინებელ ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ვინაიდან ადამიანს ნებისმიერი ცოდვისაკენ ადვილად უბიძგებს. როგორც გველი, თუკი შეძლებს სოროდან თავის გამოყოფას, ...
ამპარტავანი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთი საქმეებით ყოყოჩობენ, არამედ სიმართლეს აშკარა ტყუილში ურევენ, რათა უკეთ განადიდონ საკუთარი თავი და ყველას დაანახონ, რომ სხვებზე უკეთესნი არიან; ამასთან, ისინი იქამდე მიდიან, რომ საკუთარ ნა...
იხილეთ სრულად
ამპარტავანი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთი საქმეებით ყოყოჩობენ, არამედ სიმართლეს აშკარა ტყუილში ურევენ, რათა უკეთ განადიდონ საკუთარი თავი და ყველას დაანახონ, რომ სხვებზე უკეთესნი არიან; ამასთან, ისინი იქამდე მიდიან, რომ საკუთარ ნაკლსაც კი ღირსებად წარმოაჩენენ
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობაა აბლაბუდის ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფრის სათავეში წარმოიდგენს.
ყველა ვნებათა შორის, რომლებიც თითქოსდა ჩვენი სულის ციებ-ცხელებებია, ყველაზე საშიში ამპარტავნებაა, ვინაიდან იგი იმდენად დამანგრეველია, რამდენადაც ფარულად ბუდობს დასნეულებულ კაცში. მრავალი ადამიანი მიძინებული სინდისის გამო ვერც კი ხ...
იხილეთ სრულად
ყველა ვნებათა შორის, რომლებიც თითქოსდა ჩვენი სულის ციებ-ცხელებებია, ყველაზე საშიში ამპარტავნებაა, ვინაიდან იგი იმდენად დამანგრეველია, რამდენადაც ფარულად ბუდობს დასნეულებულ კაცში. მრავალი ადამიანი მიძინებული სინდისის გამო ვერც კი ხვდება, რომ ამპარტავანია, ისინი, პირიქით, პირდაპირ თვრებიან თავიანთი ამპარტავნებით; ეს მათთვის თითქოს რაღაც სამკაული და გვირგვინია.
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა "ხატად და მსგავსად თვისსა" და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა – იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს...
იხილეთ სრულად
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა "ხატად და მსგავსად თვისსა" და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა – იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული. უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომა, რამაც მათი დიდი და...
თავმდაბლობა არის კიდევ ერთი უმთავრესი თვისება პიროვნებისა, იგი, ერთი მხრივ, იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისაგან, ხოლო მეორე მხრივ, უნარჩუნებს მას ინდივიდუალიზმს, მეობასა და ღირსებას, რათა არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევ...
იხილეთ სრულად
თავმდაბლობა არის კიდევ ერთი უმთავრესი თვისება პიროვნებისა, იგი, ერთი მხრივ, იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისაგან, ხოლო მეორე მხრივ, უნარჩუნებს მას ინდივიდუალიზმს, მეობასა და ღირსებას, რათა არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევები და არც თავისი პიროვნება და თავისუფალი ნება უარყოს სრულიად.
შეიძლება ადამიანმა ამპარტავნების გარდა სხვა ყველა ნაკლოვანება დაძლიოს, მაგრამ ამ უსაშინლეს ცოდვას შეუძლია გადაწონოს ყველა სიკეთე და ჩვენი სულიერი შენობა ძირფესვიანად დაანგრიოს. გეშინოდეთ მისი!