როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვ...
იხილეთ სრულად
როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვებრძანა. თუკი ამ ვნებებს სნეულებაც აღმოფხვრის, ნუღარ ვიშფოთებთ. უდიდესი ღვაწლია დაითმინო ავადმყოფობა და ღმერთს სამადლობელი გალობანი აღუვლინო.
ზეცათა სასუფეველი არც საჭმელია და არც სასმელი, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდის მიერ. ოღონდ ამაო არაფერი ისურვო, ღმერთის ბოძებული კი ყველაფერი კარგია: ქალწულებაც დიდებულია და მარხვაც საჭიროა სულიერ და ხორციელ მტერ...
იხილეთ სრულად
ზეცათა სასუფეველი არც საჭმელია და არც სასმელი, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდის მიერ. ოღონდ ამაო არაფერი ისურვო, ღმერთის ბოძებული კი ყველაფერი კარგია: ქალწულებაც დიდებულია და მარხვაც საჭიროა სულიერ და ხორციელ მტერთა საძლეველად; ასევე ქორწინებაც აკურთხა ღმერთმა, როდესაც თქვა: "აღორძინდით და განმრავლდით" (დაბ. 1,28). ეგაა, ეშმაკი ყველაფერს ურევს
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საქმე, რომელსა თქვენ ემზადებით (იგულისხმება ზიარება), არის დიდი და მძიმე. თქვენ ემზადებით ამ საქმეს გახშირებული და ბეჯითი ლოცვითა, ფიცხელი მარხვითა, კრძალული მორიდებული ქცევითა. კეთილ არს ესე ყ...
იხილეთ სრულად
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საქმე, რომელსა თქვენ ემზადებით (იგულისხმება ზიარება), არის დიდი და მძიმე. თქვენ ემზადებით ამ საქმეს გახშირებული და ბეჯითი ლოცვითა, ფიცხელი მარხვითა, კრძალული მორიდებული ქცევითა. კეთილ არს ესე ყოველი. გარნა ამასთანავე ფრიად საჭირო არის, რომელ გონებაცა, ანუ ჭკუა თქვენი არ იყოს უქმად, არამედ ხშირად ფიქრობდეს სულიერთა საგანთა ზედა.
ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, ამიტომ, მისი ცხოვრების გზაც ხორციელი და სულიერი მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს - საქმეებისა და ჭვრეტისაგან. გარეგნული მოღვაწეობის ნაწილებია: მარხვა, კრძალულება, მღვიძარება, მუხლისდრეკა, ლოც...
იხილეთ სრულად
ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, ამიტომ, მისი ცხოვრების გზაც ხორციელი და სულიერი მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს - საქმეებისა და ჭვრეტისაგან. გარეგნული მოღვაწეობის ნაწილებია: მარხვა, კრძალულება, მღვიძარება, მუხლისდრეკა, ლოცვა - ესენი და ხორციელი მოღვაწეობის სხვა სახეები შეადგენენ ვიწრო და ძნელ გზას, რომელსაც როგორც უფალი ამბობს, საუკუნო ცხოვრებამდე მივყავართ
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან გა...
იხილეთ სრულად
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან განკურნებული გონების ხედვა. აღმოსავლეთის წმინდა ეკლესია გვასწავლის მარხვითა და მუხლმოდრეკით გამოვითხოვოთ ღმრთისგან ჩვენი ცოდვების ხედვა.
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამ...
იხილეთ სრულად
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? - მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, 8). მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.
დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე,...
იხილეთ სრულად
დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე, რომ გვირგვინები მოიხვეჭო ღვაწლის ამ სარბიელზე. მეტად ქველი უნდა გახდე. მკერდით უნდა აღუდგე ამ უხორცოებს. ნუ შეგეშინდება მათი
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიი...
იხილეთ სრულად
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.
ზიარება ცხოვრების წყაროა მხოლოდ იმათთვის, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება არაა...
იხილეთ სრულად
ზიარება ცხოვრების წყაროა მხოლოდ იმათთვის, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება არაა, ამიტომ უსარგებლოა, თუ მმარხველს ჭეშმარიტი სათნოებებით არ შემოსავთ.