უთმინოება არს უარისყოფა ღმრთისა, ვინაითგან ღმერთი მოთმინებასა გვიბრძანებს, ხოლო უთმინოება დახსნის მცნებათა მისთა. უთმინოება შეიქმს სიძულვილსა მოყვასისასა, რომლისათვის ბრძანებს უფალი: “შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”, ხოლ...
იხილეთ სრულად
უთმინოება არს უარისყოფა ღმრთისა, ვინაითგან ღმერთი მოთმინებასა გვიბრძანებს, ხოლო უთმინოება დახსნის მცნებათა მისთა. უთმინოება შეიქმს სიძულვილსა მოყვასისასა, რომლისათვის ბრძანებს უფალი: “შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”, ხოლო უთმინოება დაჰხსნის ამასაცა.
ადამიანს ზიარების მიღების წინ წესით შიში, კრძალულობა და სინანული უნდა ჰქონდეს, ზიარების შემდეგ კი სიხარული და სიმშვიდე უნდა იგრძნოს, მაგრამ იმასაც უნდა განიცდიდეს, რომ მოუმზადებელია საიდუმლოსათვის.
რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, რომლითაც გულშეძრული ზოგ–ზოგი შეცდა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
თ. 5-6
ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლე პავლე მოციქულისა
არ შეიძლება პირველად მოსული დაკავებულ იქნეს ზიარებიდან.
მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული ადამიანი, მიუხედავად მის მიერ აღიარებული თუნდაც მძიმე ცოდვებისა, აუცილებლად უნდა აზიაროს.
კარგად შეადარა ვიღაცამ ანგარებიანი წყალმანკთან მებრძოლებს. მათ რაც მეტი წყალი აქვთ სხეულში, მით მეტ წყურვილს გრძნობენ, ასევეა ანგარებიანი, რომელსაც ბევრი აქვს და უფრო მეტი უნდა.
მომხვეჭელობის ვნება ხშირად მშობლებშიც ბუნების ხმას ახშობს, აღძრავს ძმათა შორის შუღლს, უდაბნოებს ავსებს მკვლელებით, ზღვებს ყაჩაღებით, ქალაქში წარმოშობს ცილისმწამებლებს.
როგორც ნათქვამია: „ძირი არს ყოველთა ბოროტთაი ვერცხლისმოყუარებაი“ (1 ტიმ. 6. 10), მაგრამ აშკარაა, რომ ის (ვერცხლისმოყვარება – რედ.) მათგან (ბოროტებისგან – რედ.) შედგება.