ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ვისაც გამოუცდელობით სურს, შეიცნოს მუდმივი მოუსვენრობა, მისთვის მხოლოს საჭიროა ამპარტავანი იყოს და მაშინ იგი საკუთარი მხრებით ატარებს ნამდვილ ჯოჯოხეთს - მტანჯველ მისწრაფებას ადამიანთა პატივისცემის გამყინავი გრძნობისადმი, რომელსაც ვ... იხილეთ სრულად
ამპარტავანი თავის პატივისმცემელთ არაფრად მიიჩნევს, მისთვის მიგებულ პატივს კი დიდად აფასებს.
ამპარტავანი პატივისცემას ეძიებს მათგან, ვისაც იგი არაფრად მიაჩნია
ამპარტავანს არ ძალუძს, დიდხანს იფიქროს, რადგან მას სურს, რომ ჭკვიანი ჩანდეს და სხვების წინაშე ბრწყინავდეს.
განა არ ჰგავს ქედმაღალი და გაბღენძილი ადამიანი გაბერილ ბუშტს, ანდა - წყალმანკით თუ ძლიერი სიმსივნით დაავადებულ ადამიანს? განა არ მიემსგავსება იგი სასაცილო ბავშვს, რომელსაც ლოყები გამოუბუშტავს?
თავმდაბლობა სულის დიდებულების გამოხატულებაა, ქედმაღლობა - სულის სიმდაბლისა.
საკუთარი თავით მეტისმეტი უკმაყოფილება სისუსტეა; მეტისმეტი კმაყოფილება კი - სისულელე.
ყველაზე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ცდუნებული ხარ, არის ის, რომ საკუთარი თავი სხვაზე ცბიერი გგონია.