ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელნიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უ...
იხილეთ სრულად
ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელნიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უსარგებლო ხარჯში აგდებენ და ამდენად მორალურადაც აზარალებენ.
მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწ...
იხილეთ სრულად
მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწავლითა და განათლებით მოისპობა.
სამშობლოსთვის თავდადება იგივე ღმერთისთვის თავდადებაა და ამ გზით ძალიან ბევრი დაიმკვიდრებს სასუფეველს... არ შეორგულდეთ... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მე ეს ნანახი მაქვს... სულ გახსოვდეთ ეს სიტყვები: "უყურეთ ღმერთსა, რა უყოს ...
იხილეთ სრულად
სამშობლოსთვის თავდადება იგივე ღმერთისთვის თავდადებაა და ამ გზით ძალიან ბევრი დაიმკვიდრებს სასუფეველს... არ შეორგულდეთ... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მე ეს ნანახი მაქვს... სულ გახსოვდეთ ეს სიტყვები:"უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!"
მკითხაობა დიდი ცოდვაა და ღვთის მოწინაღმდეგეობაა. ღვთისგან დაფარულის ბოროტად გამჟღავნების ერთგვარი მცდელობაა, რასაც მკითხავი ეშმაკის შთაგონებით ნაწილობრივ ახერხებს.
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?