სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები
სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები სიკვდილის ხსოვნა, გამონათქვამები, ციტატები
ოჰ, როგორ უნდა ცოცხლობდეს ქრისტიანის სულში სიკვდილის ხსენება! რადგან მას სწამს უდავო ჭეშმარიტება, იცის, რომ სიკვდილს ვერ გაექცევა.
სიკვდილი ყოველ წამს გვემუქრება, რომ საიქიოში ღვთის სამსჯავროზე გაგვგზავნის. მაშ, რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოვემზადოთ ღვთის წინაშე კეთილი სიტყვისგებისთვის ჩვენი ცოდვების გამო!
შვილო, დაე, სიკვდილის დაფარული ჟამი, ღვთის საშინელი სამსჯავრო, ცოდვილთა სატანჯველი, სამოთხის საუკუნო შვება მდუმარებისას განსჯისთვის გქონდეს გულში. შენი ცხონება ამაზეა დამოკიდებული.
სწორად მიმართული სიკვდილის ხსენება სოფლისგან განშორების დასაწყისში, ისევე როგორც მთელ შემდგომ მონაზვნურ ცხოვრებაში, ადამიანს დიდ ძალას აძლევს. ეს ხსენება მონაზვნისთვის უძლეველ სულიერ ფილოსოფიად იქცევა, რითაც ყოველივე წარმავალის უა... იხილეთ სრულად