მსოფლიო ისტორია იცნობს მრავალ მაგალითს იმისას, თუ როგორ ნადგურდებოდა მასები, იქცეოდა სახელმწიფოები განდიდების მანიითა და ეშმაკეული ამპარტავნებით შეპყრობილი „გენიალური უტვინოების“ ხელში, რადგან ისინი, როცა ასპარეზიდან მიდიოდნენ და ...
იხილეთ სრულად
მსოფლიო ისტორია იცნობს მრავალ მაგალითს იმისას, თუ როგორ ნადგურდებოდა მასები, იქცეოდა სახელმწიფოები განდიდების მანიითა და ეშმაკეული ამპარტავნებით შეპყრობილი „გენიალური უტვინოების“ ხელში, რადგან ისინი, როცა ასპარეზიდან მიდიოდნენ და იღუპებოდნენ, ღუპავდნენ ხალხსაც.
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის. ბუნების ძალნი მის სამსახურში მყოფად წარმოუდგ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის. ბუნების ძალნი მის სამსახურში მყოფად წარმოუდგენია. ასეთი ადამიანისათვის სხვა პიროვნებას არავითარი ღირებულება არა აქვს, მოყვასი და მახლობელი მისთვის იმდენად არსებობს, რამდენადაც მას სჭირდება.
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავ. 11, 2);...
იხილეთ სრულად
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავ. 11, 2); დამხობას წინ უძღვის ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავ. 16, 18). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (იაკ. 4, 6).
ძალიან ხშირად ჩვენი თავი მიგვაჩნია მართალ, წმიდა ადამიანად და, ამავე დროს, არად ვაგდებთ ყოველდღიურ ცოდვებს, რომლებიც სატანჯველისკენ გვიბიძგებენ. ასე ვფიქრობთ: მე არავინ მომიკლავს, ხოლო პატარ-პატარა ცოდვები კი ყველას აქვსო. საშიშია...
იხილეთ სრულად
ძალიან ხშირად ჩვენი თავი მიგვაჩნია მართალ, წმიდა ადამიანად და, ამავე დროს, არად ვაგდებთ ყოველდღიურ ცოდვებს, რომლებიც სატანჯველისკენ გვიბიძგებენ. ასე ვფიქრობთ: მე არავინ მომიკლავს, ხოლო პატარ-პატარა ცოდვები კი ყველას აქვსო. საშიშია ამგვარი მსჯელობა. მთა ხომ როგორც დიდი ქვებისგან, ისე კენჭებისგანაც შედგება. ღვთის წინაშე უმნიშვნელო ცოდვა არ არსებობს, ყოველგვარი გარდახდომა უფლის მცნებისგან შეურაცხჰყოფს მის სიდიადეს და გვაშორებს მას.