ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ უკანონობაში, ამპარტავნებისა კი სათნოებებშიც უნდა გეშინოდეს.
ყველაზე დიდი სენი ადამიანის სულისათვის, ყოვლად დამღუპველი მისთვის, არის შემოქმედი ღმერთის დავიწყება და აქედან გამომდინარე ამპარტავნება. ბოროტის ნდობა სხვა არაფერია, თუ არ მოკლება სიკეთისაგან; სიკეთე კი ჩვენთვის, ადამიანისთვის, იმა... იხილეთ სრულად
ყველა, ვინც მხილებას გაურბის და შფოთავს ამის გამო, თავადვე მოწმობს საკუთარ ვნებას (ამპარტავნებას), ხოლო ვინც მხილებისაკენ ისწრაფვის, გათავისუფლებულია ბორკილთაგან.
უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება. ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. ეს უმეცრება აბრმავებს კაცს და ისიც ამაყობს. ოჰ! რომ შეეცნო ადამიანს თავი თვისი,... იხილეთ სრულად
სხვის საქმეებში თვითნებურად ერევა, ყველას სწავლება სწადია, თუმცა თავისი საქმეც არ იცის. ასე აბრმავებს ამპარტავნება.
რაც კი სიკეთე აქვს, თავის თავს, თავის მონდომებასა და შრომას, თავის გონებას მიაწერს, და არა ღმერთს. ჰოი კაცო! შენი თავისაგან რა გაგაჩნია, როცა დედის მუცლიდან შიშველი გამოხვედი? რა გვექნება, თუკი ღმერთი არ მოგვცემს, წყარო ყოველივე კ... იხილეთ სრულად
რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა? წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი და როგორც ხმა, დარხეული და მიმწყდარი. როგორც ქრება მღელვარე წყალზე მომავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი ძირი... იხილეთ სრულად
პირველი ცოდვა, რომელმაც ჩვენი პირველმამა დააზიანა და თაობიდან თაობას გადაეცემა სულ უფრო მზარდი ძალით – ამპარტავნების ცოდვაა. ეს ის უცვლელად მაღალი შეფასებაა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს აძლევს, თუნდაც თავისი გულის სიღრმეში. მას... იხილეთ სრულად
თუ იბრძვი და იმარჯვებ, ამპარტავნება და თვითდაჯერება ნუ დაგძლევს, არამედ იყავ ფრთხილად, რამეთუ მტერი გაცილებით სახიფათო ბრძოლისათვის ემზადება.
თავს ნუ აღიმაღლებ საკუთარი საქმეებით, როგორიც არ უნდა იყოს ისინი