მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
29. ვისაც სურს გონითი ზღვის გადალახვა, ამგვარი ვინმე სულგრძელებას იჩენს, თავმდაბლობს, მღვიძარებს, მმარხველობს, ხოლო თუ ვინმე ამ ოთხის გარეშე შეეცდება შევიდეს ზემორე ზღვაში, იშფოთებს გულით, გადალახვას კი ვერ შეძლებს.
ძველიდგანვე მიღებულისა ჩვეულებისამებრ ქრისტიანენი ემზადებიან ზიარების მიღებად მარხვითა, ანუ საჭმლის მოკლებითა. დიახ, ძმანო ჩემნო მარხულობა საჭირო არის და კიდეც მართებს მათ, რომელნი განმზადებულ არინ ბარძიმისადმი.
ძილის მტანჯველი სული ცბიერი მეგობარია, რადგან ჭამა - სმის დროს ტაბლასთან გვიზიდავს, ხოლო მარხვისა და ლოცვისას ძლიერად გვებრძვის. ლოცვის დროს იგი ხელსაქმეს გაახსენებს, რომ ძილი მისი საშუალებით გააფრთხოს
ურიას შაბათი და დღესასწაული ახარებს, ხოლო ნაყროვანი მონაზონი შაბათს და კვირა დღეებშია გახარებული. მარხვაში დღეებს ითვლის, თუ რამდენი დარჩა აღდგომამდე და მრავალი დღით ადრე იმზადებს სანოვაგეს
ვინც მუცელს ამძიმებს, მის გაფართოებას უწყობს ხელს, ხოლო ვინც კუჭს ებრძვის, თანდათანობით უვიწროვდება. ამგვარად შევიწროვებული მრავალ საკვებს აღარ მოითხოვს და ადამიანი ბუნებრივად მმარხველად იქცევა
როგორც ქვრივი, ქმრის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ერთადერთი შვილით ნუგეშობს - ღვთის მიერ, ასევე დაცემული სულისათვის სხეულიდან განსვლის ჟამს მარხვისა და ცრემლის გარდა სხვა ნუგეში აღარ არსებობს.
გქონან შვიდნი საიდუმლონი, შვიდნი წყარონი საღმრთოისა მადლისანი; ლოცვა, წირვა, მარხვა და ყოველნი ეკლესიურნი წესნი; იხმარე ესენი და მათ მიერ აღაშენებ სასუფეველსა ღვთისასა ბუნებასა შინა შენსა.
თუ ლოცვას, მარხვას და სიწმიდეს შევაერთებთ, მაგრამ სიმდაბლეს დავაკლებთ, ყოველივე მალე განქარდება. თვით ზეციერნი ანგელოზნი, ოდეს სიმდაბლე დაჰკარგეს, დაეცნენ და ჯოჯოხეთში შთაცვივდნენ.
ხორცნიცა ჩვენი უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ, ძმანო ჩემნო, მომავალისა ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით. იგიც იქმნება მოზიარე მომავალისა ნეტარებისა, ანუ ტანჯვისა.
ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა ამისგან.