ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
მონაზონი არის ის, ვისაც ისე სურს სათნოებათა აღსრულება, როგორც გემოთმოყვარეს - თავისი გულისთქმის
ამპარტავანი მონაზონი მრავლისმეტყველი და მოპაექრეა, ხოლო მდაბალი ყველანაირად მშვიდი და უტყვია
ეს ბილწი ვნება არამარტო წინსვლაში გვიშლის ხელს, სიმაღლეზე ყოფნისას ძირსაც გადმოგვაგდებს
ვინც გულით მაღლობს, თუკი საძაგელად მოჩანს თვით უფლის წინაშე, სხვა ვინღა შეიყვარებს მას?!
ამპარტავანთა სულში გმობის სიტყვები წარმოიშობა, ხოლო მდაბალ სულში ზეციური ხილვები
თუკი უფალი ამპარტავანთა წინააღმდეგია, მაშ ვიღას შეუძლია ამ საბრალოთა შეწყალება?