სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები
სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები სიმართლე, გამონათქვამები, ციტატები
მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულთა პირი ძალადობით არის სავსე.
კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.
თ. 8-10
მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე.
მართლის პრი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი ღალატს.
თ. 10-11
მაგრამ კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.
თ. 2-3
თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას? უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები მოწმობენ ადამის შვილებს. უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარულ... იხილეთ სრულად
თუკი სიმართლეს მისდევ, მისწვდები კიდევაც და შეიმოსავ მას, როგორც დიდების შესამოსელს. ფრინველნი თავიანთ მსგავსებთან სხდებიან და სიმართლეც იმათ დაუბრუნდება, რომელნიც მისით მოქმედებენ. როგორც ლომი უსაფრთება ნადავლს, ასევე... იხილეთ სრულად
ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე იმ მიზნით, რომ მათ დაგინახონ; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს მამის თქვენის ზეციერისგან.
თ. 6
არცთუ იშვიათად, მართალნი არაწმიდათა ხელში მიეცემიან, არა - უწმიდურთა დიდებისათვის, არამედ - მართალთა გამოსაცდელად.
ავადმყოფ თვალებს სინათლე არ უყვარს, ასევე ტყუილს - სიმართლე, სიცრუეს კი ჭეშმარიტება სძულს.