განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები
განათლება, ცოდნა - ციტატები, გამონათქვამები განათლება, ცოდნა, გამონათქვამები, ციტატები
რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა.
ჩვენ კარგახანს ვიყავით კულტურაზე არასწორი წარმოდგენის ტყვეობაში. თუმცა, არც ახლა ვართ მისგან ბოლომდე განთავისუფლებულნი. მაგალითად, თუ კაცი განათლებულია, მას კულტურულად ვთვლით. ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მას, ვინც შეურაცხყოფს ... იხილეთ სრულად
ცოდნა მსგავსია სინათლისა, რწმენა შეიძლება შევადაროთ სითბოს. როგორც სხეულის ფიზიკური განვითარებისათვის საჭიროა სინათლე და სითბო, ასევე საჭიროა ცოდნა და რწმენა სულიერი ცხოვრებისათვის.
როგორ მნიშვნელოვანია ადამიანისათვის ცოდნა და გონიერება, ჩვენ კი თითქმის არ ვზრუნავთ მისი შეძენისათვის, ნამდვილი ცოდნისა და სიბრძნის მოპოვებისათვის.
სულით გლახაკია ის განსწავლული, რომელიც ნიუტონის მსგავსად აღიარებს, რომ მისი უცოდინრობა ცოდნას უსასრულოდ აღემატება.
თუ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, იგი იმაზე დაბლა დგას, ვინც არაფერი იცის.