ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა.
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიც... იხილეთ სრულად
სასწრაფოდ მოკვდი ცოდვისათვის, ყოველგვარი გადავადებისა და განსჯის გარეშე; სხვაგვარად დაკარგავ ქრისტეს, მასთან ერთად კი - ყველაფერს!
ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმიდა წიგნისკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს