ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ უფალი ხედავს ყოველივე იმას, რასაც სულითა და სხეულით იქმ, არაფერში შესცოდავ
ყოველი საქმის ქმნისას გონებაში გქონდეს, რომ ღმერთს ყოველი შენი გულისთქმა ესმის და არასდროს შესცოდავ.
თუკი მეფის წინაშე თავს უბრალო დაუდევრობის უფლებას არ ვაძლევთ, განსაკუთრებით - უწესობისა, არამედ ვცდილობთ, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა, ყოველი მოძრაობა მისთვის სასიამოვნო იყოს: მით უმეტეს ის ადამიანი, ვისაც წარმოუდგენია, რომ ყოველთვის ... იხილეთ სრულად
თუ შენივე მსგავსი ცოდვილებისა გრცხვენია, რომ მათ ცოდვის ჩადენისას არ გნახონ, რაოდენ მეტად უნდა გეშინოდეს უფლისა, რომელიც სრულყოფილად ჭვრეტს შენი გულის დაფარულ ზრახვებს
ის, ვინც უფლის გულმოწყალებაზე დაყრდნობით ცოდვებს არ შეწყვეტს, უნდა ეკრძალოს, რომ საკუთარ თავზე მისი მართალი მსჯავრი არ გამოსცადოს
იმისათვის, რომ არ შესცოდო, საჭიროა, ღვთის სამართლის შიში გქონდეს: ცოდვილი სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცეს, ღვთის გულმოწყალების იმედი უნდა ჰქონდეს
თუ მართალი ადამიანი ხარ, გეშინოდეს (ღვთის) რისხვისა, რათა არ დაეცე; თუ ცოდვილი ხარ, დაეყრდენი (ღვთის) გულმოწყალებას, რათა აღსდგე
უზნეოთა კეთილდღეობა, ერთი მხრივ, ეჭვს არიდებს სათნოებას, რომელიც ტანჯვაში ამჟღავნებს თავის შინაგან ძალასა და დიდებულებას, მეორე მხრივ, კი უზნეოს ყოველგვარ თავისმართლებას მოაკლებს ღვთის წინაშე, რომელიც თავისი სიკეთით სათნოების გზაზ... იხილეთ სრულად
როგორც ბუნებრივი შუქის ნაკლებობისას ადამიანი ვერ ივლის საჭირო გზით, ასევე საღმრთო წერილის სხივით გაუნათლებელი ადამიანი იძულებულია, განუწყვეტლივ შესცოდოს ბევრ რამეში, ვინაიდან ღრმა უკუნეთში დახეტიალობს.