სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების
ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავიანთი საქციელის გამართლების მიზნით სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა. ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანი გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: „ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების“.
იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმიდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა“ (ლკ. 23, 41–42).
და მიუგო იესომ: „ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემთანა იყოს სამოთხესა“ (ლკ. 23, 43).
ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.
ასეთი სულიერი ენერგია რომ მოვიპოვოთ
ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის, პ. ჯონსის, წიგნში „რელიგიის ფსიქოლოგია“ ვკითხულობთ: შიშისა და სასოწარკვეთილების დამანგრეველი ემოციები რწმენითა და სიყვარულით გარდაიქმნება ჰარმონიის, ნდობისა და სიმშვიდის სულიერ ენერგიად („ფილოსოფიური საკითხები“, 1987, მ. III, გვ. 63).
ეს სულიერი ენერგია რომ მოვიპოვოთ, სინანულითა და აღსარებით განწმედილებმა ეკლესიურად უნდა ვიცხოვროთ.
ზეცის მოქალაქეთა თვისებები
ადამიანს ღუპავს არა ცოდვები, არამედ მოუნანიებლობა
რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა; ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული.