სიმამაცე, სიმხნევე - ციტატები, გამონათქვამები
სიმამაცე, სიმხნევე - ციტატები, გამონათქვამები სიმამაცე, სიმხნევე, გამონათქვამები, ციტატები
მთლიანად მიენდე მას, ვინც თქვა: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“
თუ რისკიანი არ ხარ...
თუ გიყვარს ცხოვრება, მაშ რისკიც უნდა გქონდეს.
ვინც რისკიანი არაა, ვერ იტყვის, რომ პიროვნება ვარო, იმიტომ, რომ ნებისყოფა არ ჰქონია. მშიშარას რა პიროვნება უნდა დაარქვა?
მშიშრები ვართ? რაღაცის გვეშინია? მაშასადამე, პიროვნულობის ერთ-ერთი მთავარი თვისება - სიმამაცე, გამბედაობა - არა გვაქვს და უნდა შევიძინოთ, თუ გვინდა პიროვნება გავხდეთ
გონიერი ლოცვისთვის დიდი გულმოდგინებით, მოთმინებით, შემართებითა და სიმდაბლით იშრომეთ. უნდა იცოდეთ, რომ ლოცვის ამ მეთოდის დაუფლებას ალალბედზე ვერ შევძლებთ. მას საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა სჭირდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკს გონიერი ლოცვა წარმოუდგენლად სძულს და შესაბამისად, წავაწყდებით მის ძლიერ წინააღმდეგობას, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. ასე რომ, თავის იძულება, სიმხნევე, მოთმინება, შემართება, სიმდაბლე და ჩვენი იესოსადმი სიყვარული იქონიეთ.
მოითმინეთ, შვილებო, სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. მტკიცედ იმეორეთ ლოცვა. გონებას მიწიერზე ფიქრით ნუ გაფანტავთ, თუნდაც მრავალი საზრუნავი გქონდეთ. მათ, როგორც წარმავალს, ისე შეხედეთ. მხოლოდ ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეთ მუდამ თვალწინ. „წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის... რაითა არა შევიძრა“ (ფსალმ. 15, 8).