სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერს, რაც შეადგენს კულტურულ სიმდიდრეს ჩვენი ერისას. დედის რძესა და ალერსთან ერთად ბავშვებმა უნდა შეისისხლხორცონ ყველაფერი, რაც ახასიათებს ჩვენს ქრისტესმოყვარე ერს: ღრმა რწმენა, მხურვალე სიყვარული ღვთისა და ადამიანისა, ჩვენი სამშობლოსი, პატივისცემა სხვა ერებისა და მათი კულტურისა, ყველა ის სიკეთე, რითაც ამაყობდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები.
გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს
რად სურს ღმერთს ჩვენი გული?
მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლოს ჩვენს სულში დაივანოს და თავისი უსაზღვრო სიყვარულით, სიწმიდით და სიმშვიდით გაგვათბოს, დაგვიბრუნოს დაკარგული მადლი და ჩვენთვის ჯვარცმული, კვლავ ჩვენთან ერთად შეხვდეს ჩვენი ცხოვრების ტკივილს, ჩვენთან ერთად დაითმინოს და ევნოს, რათა გვაცხონოს და მარადიული ნეტარების ღირსი გაგვხადოს.
ყოველ კაცში დავინახოთ ძმა საყვარელი
დაიღალა კაცობრიობა უღვთოდ და უსიყვარულოდ. გამოიფიტა და გაცივდა ჩვენი გულები. უფლის მოწყალების იმედით აღვსილნი აღვავლენთ ლოცვებს შენდამი, მაცხოვარო, და გევედრებით, შობის მადლით კვლავ დაგვიბრუნე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, გაგვინათე გონება, რომ ყოველ კაცში დავინახოთ ძმა საყვარელი, ვსცნათ ჭეშმარიტი და მივსდიოთ მას და „ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“.
შესაქმის აქტი ღვთაებრივი ბუნების გამოვლინებაა!