ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები

ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულის და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს. ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არ ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი. ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის შესწავლას.
ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არ ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

ბიბლიაში თითქმის ორასჯერ მეორდება მოწოდება ღვთისა იმის თაობაზე, რომ ვესწრაფვოდეთ ხალხთა შორის მშვიდობიან ურთიერთობას, გვიყვარდეს მშვიდობა, ველტვოდეთ მას. ბიბლიაში თითქმის ორასჯერ მეორდება მოწოდება

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

მაცხოვარმა კაცობრიობას ახალი აღთქმა მისცა და მანამდე უცნობ საოცარ სიმაღლეებს აზიარა. მაცხოვარმა კაცობრიობას ახალი აღთქმა მისცა და

ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა, ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის, ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე. ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ერთი და იგივე მცნებებია უმთავრესად მიჩნეული: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. (მარკ. 12, 30-31; შდრ. II სჯ. 6,5. ლევიტ. 19,18). შევნიშნავთ, რომ ქრისტიანისთვის მოყვასი არის ყველა ადამიანი, მათ შორის პირადი მტერიც. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ერთი და იგივე

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

ბიბლია იწერებოდა დაახლოებით 1400 წლის მანძილზე სხვადასხვა ავტორისაგან: ნასწავლთა და უსწავლელთა, მეფეთა და მიწათმოქმედთა, სახელმწიფო მოხელეთა, მწყემსთა და მეთევზეთა მიერ. იგი შედგება ისტორიის, წინასწარმეტყველებების, ეპისტოლეების, კანონებისა და რელიგიურ-ზნეობრივი დარიგებებისაგან. მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ შეუდარებელ წიგნს გასდევს ერთი და იგივე ღვთივგანბრძნობილი სულიერი სწავლება, ერთი და იგივე აზრი და დანიშნულება. ბიბლია იწერებოდა დაახლოებით 1400 წლის

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

აღდგომა გამაერთიანებელია კაცობრიობის წარსულის, აწმყოსი და მომავლისა. ჩვენს წინაშე ძველი აღთქმა წარმოჩინდება, როგორც დაფარული ახალი აღთქმა, ახალი აღთქმა კი, - როგორც განცხადებული, აღსრულებული ძველი აღთქმა. აღდგომა გამაერთიანებელია კაცობრიობის

image
image თემა: ბიბლია
ავტორი: ილია II

ის, რაც საღვთო წერილშია მოთხრობილი, ჩვენს დასარიგებლად დაიწერა, რომ ამის მეშვეობით მაცდუნებელ და დამღუპველ ურჩხულს შევებრძოლოთ. ის, რაც საღვთო წერილშია მოთხრობილი, ჩვენს

ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2