გართობა - ციტატები, გამონათქვამები

გართობა - ციტატები, გამონათქვამები გართობა, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სული უკვდავი არსებაა. ყველას გვაქვს უკვდავი სული, ჩვენ კი მხოლოდ ამ სხეულს დავდევთ - რა ვასიამოვნო, რა ვაჭამო, რით გავართო, რით ვილხინო... სული უკვდავი არსებაა. ყველას გვაქვს , ჩვენ კი

image
image თემა: გართობა
ავტორი: შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

ჩვენ აქედან რაღაც დიდი გვაქვს წასაღები თან

ჩვენ აქედან რაღაც დიდი გვაქვს წასაღები თან. ამისთვის, ჩვენ უნდა მოვიცილოთ ის საზრუნავები, რაც ჩვენ ცხოვრებას ახურდავებს. ხშირად ჩვენ ცხოვრებას ვახურდავებთ უაზრო სანახაობებზე, გართობებზე, დროსტარებაზე... ჩვენ აქედან რაღაც დიდი გვაქვს წასაღები თან.

image
image თემა: გართობა
ავტორი: შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

მაშინ ხვდება კაცთა საშინელ სიგიჟეს, უგუნურებას

როცა ადამიანი სულიერ ჭვრეტაში იმყოფება და გონებაში გაივლებს აზრს, რომ ხალხი თეატრით, ღრეობით და ცეკვა-თამაშით ერთობა, მაშინ ხვდება კაცთა საშინელ სიგიჟეს, უგუნურებას და ხედავს დემონთა დიდ წარმატებას. როცა ადამიანი სულიერ ჭვრეტაში იმყოფება და

რა არის თავის თავში ჩაღრმავება?
საკუთარ თავში ჩაღრმავება მთავარი სათნოებაა, აუცილებელი იმისთვის, რომ საერო გართობები არ მოგვეძალოს. არ მივცეთ ამ გართობებს ჩვენში ვენებების აღძვრის საშუალება; ეს არის წუთისოფლის უარყოფა (წმ.ისააკ ასური).
საკუთარ თავში ჩაღრმავება მთავარი სათნოებაა

როგორ გავარჩიოთ ერისკაცნი?
სანახაობა, გართობა, სასეირნო ადგილები, მხიარულება - ეს ყველაფერი ფუქსავატი, ზერელე ადამიანების მიდრეკილებებია.
სანახაობა, გართობა, სასეირნო ადგილები

როგორ ვუყუროთ გასართობ ხელოვნებას?
გასართობი ხელოვნება სათნო საქმეებთან დამოკიდებულებაში იგივეა, რაც სარეველა ბალახები ხორბალში.
გასართობი ხელოვნება სათნო საქმეებთან

რატომ ვერ ხედავს ბევრი ღმერთს და არ ესმის მისი?
ყოველგვარი ინტერესი და სიმპათიები უფლის მიღმაა: ტკბობა და სანახაობები შთანთქავს მთელ სიცოცხლეს; შეიძლება ამის შემდეგ გაგიკვირდეს, რომ ღმერთს ვერ ვხედავთ და ვერ გვესმის მისი? (წმ. ბასილი დიდი).
ყოველგვარი ინტერესი და სიმპათიები უფლის

გართობის შესახებ. თანამედროვე კაცობრიობა გართობასთან მიმართებით

გაქვავებული გოგონა

ეს ამბავი 50-იანი წლების ბოლოს ქალაქ კუიბიშევში, ერთ უბრალო ოჯახში მოხდა. ახალი სტილით 31 დეკემბერს დედა და ქალიშვილი, სახელად ზოია, ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ. გოგონამ საცეკვაოდ მეგობრები მოიწვია. შობის მარხვა იყო და მორწმუნე დედამ ქალიშვილს სთხოვა, ზედმეტ ლხინს ნუ გამართავდა. მაგრამ ზოიამ თავისი გაიტანა, როგორც კი მოსაღამოვდა, დედა ეკლესიაში წავიდა სალოცავად.
სტუმრები შეიკრიბნენ, ზოიას საქმრო კი, სახელად ნიკოლოზი, არ მოსულა. მას აღარც დაუცადეს და ცეკვა დაიწყეს. ქალ-ვაჟნი წყვილწყვილად ცეკვავდნენ. ზოია კი მარტო დარჩა. გულნატკენი, არც კი დაფიქრებულა, წმიდა სასწაულმოქმედ ნიკოლოზის ხატი აიღო და განაცხადა:
-ავდგები და ამ ნიკოლოზთან ერთად ვიცეკებ.
თავის მეგობრებს ყური არ დაუგდო, რომლებიც ურჩევდნენ, ესოდენ დიდი მკრეხელობა არ ჩაედინა.
-თუ ღმერთი არსებობს, ის დამსჯის, - უპასუხა მან და ცეკვა დაიწყო.
ორი წრე შემოიარეს და ოთახში წარმოუდგენელი ხმაური ატყდა, ირგვლივ ყოველივე დამაბრმავებელი სინათლით გაბრწყინდა.
მხიარულება საშინელებად გადაიქცა. ყველანი შეშინებულნი გაცვივდნენ ოთახიდან. მხოლოდ ზოია იდგა გულში ჩახუტებული წმიდა ნიკოლოზის ხატით - გაქვავებული, მარმარილოსავით ცივი და უძრავი. სასწრაფო დახმარების ექიმები ამაოდ ცდილობდნენ შველას: ქვასავით გამაგრებულ სხეულზე შეხებისას ნემსები ტყდებოდა და იღუნებოდა. ხოლო როცა გოგონას საავადმყოფოში წაყვანა მოინდომეს გამოსაკვლევად, ადგილიდან დაძვრა ვერ შეძლეს: ფეხები თითქოსდა იატაკზე ჰქონდა მიჯაჭვული. მიუხედავად ყველაფრისა, გული ძგერდა - ზოია ცოცხალი იყო. ამ დროიდან მან ვერც ჭამა და ვერც სმა ვერ შეძლო.
ეკლესიიდან დაბრუნებულმა დედამ ქალიშვილის დანახვაზე გონება დაკარგა და რამდენიმე ხნით საავადმყოფოში მოხვდა. ღვთისმორწმუნე ქალი ცრემლებით ლოცულობდა ქალიშვილის შენდობისა და შემწეობისათვის.
პირველ დღეებში სახლი ურიცხვი ხალხით იყო გარშემორტყმული: ყველა მხრიდან მოდიოდნენ მორწმუნენი, ექიმები, სასულიერო პირები, უბრალოდ ცნობისმოყვარენი. მაგრამ მალე, ხელისუფლების განკარგულებით, შენობა მნახველთათვის დაიხურა. მასში 8 საათიან ცვლაში მორიგეობდა ორ-ორი მილიციელი. რამდენიმე მათგანი, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა (28-32 წ.) შიშისგან გაჭაღარავდა, ვინაიდან შუაღამისას ზოია საშინლად ყვიროდა ხოლმე, მის გვერდით კი დედა ლოცულობდა.
-ილოცე, დედა, - ყვიროდა ზოია, - ილოცე! ცოდვებში ვიღუპებით! ილოცე!
ყოველივე პატრიარქს შეატყობინეს და სთხოვეს, ელოცა ზოიას შეწყალებისათვის. პატრიარქმა ბრძანა:
-ვინც დასაჯა, თავად შეიწყალებს!
ზოიას სანახავად დაუშვეს შემდეგი პირები:
1. მოსკოვიდან ჩამოსული მედიცინის ცნობილი პროფესორი. მან დაადასტურა, რომ მიუხედავად მისი გარეგნული გაქვავებისა, ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა.
2. დედის თხოვნით მოიწვიეს მღვდელმსახურნი, რათა გაქვავებული გოგონასათვის ხელიდან წმიდა ნიკოლოზის ხატი გამოერთმიათ, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს.
3. ქრისტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე (სავარაუდოდ, გლინის უდაბნოდან), წყალკურთხევის პარაკლისი შეასრულა და მთელი ოჯახი აკურთხა. ამის შემდეგ მან შეძლო გოგონასათვის ხატის გამორთმევა და იგი უწინდელ ადგილას დააბრუნა. მან თქვა:
-ახლა უნდა დაველოდოთ სასწაულს, დიდებულ დღეს (ანუ აღდგომას)! თუკი ეს არ მოხდება, მოახლოებულია სამყაროს აღსასრული.

4. ზოია მოინახულა კრუტიცკისა და კოლომენის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, რომელმაც ასევე გადაიხადა პარაკლისი და ბრძანა, რომ დიდებულ დღეს (ანუ აღდგომას) აღსრულდებოდა სასწაული, რითაც გაიმეორა კეთილპატიოსანი მღვდელმონაზვნის სიტყვები.
5. ხარების დღესასწაულის წინ (მაშინ ის დიდი მარხვის მესამე კვირის შაბათს დაემთხვა) მოვიდა კეთილსახიერი ბერი და შესვლა ითხოვა. მორიგე მილიციელებმა ის უარით გაისტუმრეს.
ბერი მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ სხვა მორიგეებისგანაც უარი მიიღო. მესამედ, ხარების დღესასწაულზე, მორიგეებმა შეუშვეს იგი. მათ გაიგონეს, თუ რაოდენ ალერსიანად მიმართა მან ზოიას:
-რაო, დაიღალე დგომით?
მოგვიანებით, როცა მორიგე მილიციელებმა ბერის უკან გამოყვანა მოინდომეს, ოთახში აღარავინ დახვდათ. ყველანი დარწმუნდნენ, რომ ეს თავად წმიდა ნიკოლოზი იყო.
ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში ანუ 128 დღე - აღდგომამდე, რომელიც იმ წელს 23 აპრილს დაემთხვა (ახალი სტილით 6 მაისს). აღდგომის ღამეს ზოიამ განსაკუთრებით ხმამაღლა დაიწყო ყვირილი: „ილოცეთ!“
შეძრწუნებულმა ღამის მორიგეებმა ჰკითხეს მას:
-რატომ ყვირი ასე საშინლად?
გოგონამ უპასუხა:
-საშინელებაა! მიწა იწვის! ილოცეთ! მთელი სამყარო ცოდვებში იღუპება, ილოცეთ!
ამის შემდეგ ზოია გამოცოცხლდა, კუნთები დაურბილდა, გოგონა ლოგინში ჩააწვინეს, მაგრამ ის ყვირილს განაგრძობდა და ყველას სთხოვდა, ელოცათ ამ სოფლისათვის, რომელიც ცოდვებში იღუპებოდა, დედამიწისთვის, რომელიც უსჯულოებაში იწვოდა.
-როგორ ცოცხლობდი? - ეკითხებოდნენ მას, - ვინ გაჭმევდა?
-მტრედები, მტრედები მაჭმევდნენ, - იყო პასუხი, რაშიც ნათლად გამოვლინდა ღვთის მოწყალება. უფალმა შეუნდო ცოდვები თავისი სათნომყოფელი, წმიდა მოწყალე ნიკოლოზ საკვირველმოქმედის მეოხებით და იმ უდიდესი ტანჯვა-წამების გამო, რაც 128 დღის განმავლობაში გოგონამ გადაიტანა.
ამ შემთხვევამ ისე შეაძრწუნა ქალაქ კუიბიშევის მკვიდრნი, რომ ყველანი სინანულით მოიქცნენ უფლისკენ. მოუნათლავნი მოინათლნენ, ვინც ჯვარს არ ატარებდა, ჯვარი აკურთხებინა. ეს მოქცევა იმდენად დიდი იყო, რომ ეკლესიებში ჯვრები არ ჰყოფნიდათ მონათლულთათვის. შიშითა და ცრემლებით ლოცულობდა ხალხი უფლის წინაშე.
აღდგომიდან მესამე დღეს ზოიამ სული უფალს მიაბარა. საბჭოთა პრესამ ვერ შეძლო დუმილით გვერდის ავლა ამ მოვლენისადმი: ერთ-ერთმა მეცნიერმა განაცხადა, რომ ზოიას თავსდატეხილი ამბავი გამოგონილი არ იყო. თუმცა ეს იყო გაშეშების განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. მაგრამ საქმე ისაა, რომ გაშეშებისას არ ხდება ასეთი უხეში გაქვავება და ექიმებს ყოველთვის შეუძლიათ ავადმყოფისთვის ნემსის გაკეთება. მეორეც, გაშეშების შემთხვევაში ავადმყოფის ადგილიდან დაძვრა და გადაადგილება ყოველთვის შესაძლებელია და თანაც, ის წოლით მდგომარეობაში იმყოფება. მესამეც, თავისთავად გაშეშება ადამიანს უფლისაკენ არ მიაქცევს და არ აძლევს ზეგარდამო გამოცხადებას, ზოიას შემთხვევაში კი ათასობით ადამიანი დაუბრუნდა სარწმუნოებას და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო. ნათელია, რომ ამის მიზეზი გაშეშება კი არ იყო, არამედ განგება ღვთისა, რომელიც კაცთა საცხოვნებლად სასწაულებით განამტკიცებს სარწმუნოებას. ეს ამბავი 50-იანი წლების ბოლოს ქალაქ

849. ეკლესიის კანონმდებლობა გვიანი საღამოს და ასევე წარმართულ დღესასწაულთა სანახაობებს კრძალავს (სანახაობები, თამაშები და წარმოდგენები აკრძალულია მე-6 მსოფლიო კრების 24-ე და 51-ე კანონით და კართაგენის კრების 57- ე კანონით, - შენიშვ). ხოლო გამგებელს მისი დარღვევა სურს; რას მიბრძანებ, რა მივწერო მას ამის შესახებ?
ასე მისწერე მას: მოციქულის სიტყვის თაანხმად, შენ ღვთის მსახური ხარ“ (რომ 13, 4) და ნაბრძანები გაქვს მისი მცნებების დაცვა ისევე, როგორც მე მაქვს ნაბრძანები. ამრიგად, ჩვენ ეკლესიის უფლებების და უპირატესობის დაცვა ღვთის სადიდებლად და ჩვენს საქებრად მოგვეთხოვება. გვიყვარხართ რა, როგორც ჩვენი მეგობარი, შეგახსენებთ ამას, რამეთუ ქრისტიანებს და თქვენნაირ ქრისტესმოყვარე პიროვნებებს არ შეჰფერით ის, რომ ადამიანური გართობები, რომლებიც სულს აზიანებენ, ღვთის მსახურებას ამჯობინონ.
ასე მისწერე მას: მოციქულის სიტყვის თაანხმად

გართობა, გამონათქვამები, ციტატები

2