გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს.
ღვთივსათნო და წმიდა ადამიანთა ცხოვრებისა და მოსაგრეობის აღწერის კითხვისას არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მათი ანგელოზებრივი ცხოვრებით გაოცებით. უნდა ვეცადოთ, რომ ძალისა და შესაძლებლობებისდაგვარად, მივბაძოთ მათ
სულიც, რომელიც ღმერთმა იმგვარად შექმნა, რომ თუ ხშირად არ ისმენს ამაღლებულისა და საკვირველის შესახებ, ძილქუშსა და მცონარებას ეძლევა. და მხოლოდ ამგვარად: კითხვითა და ღირსეულ ამბავთა თხრობით განაგდებს დავიწყებას და ძველ შენობას განაა...
იხილეთ სრულად
სულიც, რომელიც ღმერთმა იმგვარად შექმნა, რომ თუ ხშირად არ ისმენს ამაღლებულისა და საკვირველის შესახებ, ძილქუშსა და მცონარებას ეძლევა. და მხოლოდ ამგვარად: კითხვითა და ღირსეულ ამბავთა თხრობით განაგდებს დავიწყებას და ძველ შენობას განაახლებს.
link
წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყო...
იხილეთ სრულად
წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყოველი თავისი სალმობისათვის შესაფერისი წამალი აირჩიოს.
link
ბავშვობაში წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა, ...
იხილეთ სრულად
ბავშვობაში წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა, ვსეირნობდი თუ ვინმეს ვესაუბრებოდი, ჩემი გონება ზეციურზე ფიქრობდა და გული უფალს არ შორდებოდა.
link
... წმინდანთა ცხოვრებები წაიკითხე. წაიკითხე, რომ ნახო, რამდენი ტანჯვა მოიხმარეს წმინდანებმა ძველი კაცის წინააღდმეგ, როგორ ნებით თუ უნებურად თრგუნავდნენ საკუთარ თავს მანამ, სანამ არ გაიფურჩქნა მათში უბიწოების ყვავილი, სიწმინდის ნელ...
იხილეთ სრულად
... წმინდანთა ცხოვრებები წაიკითხე. წაიკითხე, რომ ნახო, რამდენი ტანჯვა მოიხმარეს წმინდანებმა ძველი კაცის წინააღდმეგ, როგორ ნებით თუ უნებურად თრგუნავდნენ საკუთარ თავს მანამ, სანამ არ გაიფურჩქნა მათში უბიწოების ყვავილი, სიწმინდის ნელსურნელება. ამიტომაც აფრქვევენ კეთილსურნელებას და სდის მირონი მათ მოწამეობრივ და ღირს წმინდა ნაწილებს
link
მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრუ...
იხილეთ სრულად
მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრულებისა და სულის სასარგებლოდ, გადმოვიწერ და შევისწავლი. ეს არის ჩემი სიცოცხლე და სულისთქმა. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ. მე ამას გირჩევთ სულის კეთილდღეობისათვის. გთავაზობთ იმას, რაც საკუთარი თავისათვის მიმიჩნევია სასარგებ...
link
თუკი მსოფლიოში იქადაგება სინანული, მაშინ ის მას ყველაზე უკეთ დაეხმარება. იმისათვის, რომ სარგებლობა მიიღო, უნდა წაიკითხო რაც შეიძლება მეტი წმიდანის ცხოვრება, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ სინანულს. უფლისათვის სინანული...
იხილეთ სრულად
თუკი მსოფლიოში იქადაგება სინანული, მაშინ ის მას ყველაზე უკეთ დაეხმარება. იმისათვის, რომ სარგებლობა მიიღო, უნდა წაიკითხო რაც შეიძლება მეტი წმიდანის ცხოვრება, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ სინანულს. უფლისათვის სინანულის მონიჭების თხოვნა ნიშნავს ითხოვო განათლება. თუ სინანულს გამოვითხოვთ და ძლიერად მოვინანიებთ, ბუნებრივია, დიდი სიმდაბლეც მოგვეცემა. და მაშინ აუცილებლად მოვა დიდი მადლი, განათლება ღვთისგან. სინანულში ყოფნისას ადამიანი იცავ...
link
მაგალითსა და საქმესა კაცისასა უმეტესი მოქმედება აქვს სულსა ზედა ჩვენსა, ვიდრე სიტყვიერსა დარიგებასა და შეგონებასა. სიტყვა კაცისა ესოდენ ვერ მიიზიდავს და ვერ განაღვიძებს სულსა ჩვენსა, რაოდენ წარმოდგენა ცხოვრებისა წმიდათა კაცთასა. მ...
იხილეთ სრულად
მაგალითსა და საქმესა კაცისასა უმეტესი მოქმედება აქვს სულსა ზედა ჩვენსა, ვიდრე სიტყვიერსა დარიგებასა და შეგონებასა. სიტყვა კაცისა ესოდენ ვერ მიიზიდავს და ვერ განაღვიძებს სულსა ჩვენსა, რაოდენ წარმოდგენა ცხოვრებისა წმიდათა კაცთასა. მათ თვით საქმით აღასრულეს მცნება ღვთისა, ამათ მოიყვანეს არსებაში სჯული ქრისტესი, ამათ მოგვცეს ჩვენ ცხოველი ხატი სათნოებისა და გვაჩვენეს, თუ ვითარ ჯერ არს დაწყობა ცხოვრებისა მსგავსად სახარებისა. აჰა მიზეზი, რომლისთვისცა წმ...
link
თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მ...
იხილეთ სრულად
თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მუშაკის გონება რაიმე გარეშეთი არის დაკავებული და მას ავიწყდება ასოებზე საღებავის დადება, მაშინ დაზგები უქმად მუშაობენ და არაფერს ბეჭდავენ.ის კი, ვინც ყურადღებით კითხულობს, მაგრამ ამასთანავე მხოლოდ კითხვით კმაყოფილდება და ...
link