აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უნდა ვეცადოთ, აღვზარდოთ ადამიანი შემოქმედებითად, ისე, რომ იგი გრძნობდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, აღიქვამდეს ჩვენს სახლს, დედამიწას, როგორც ერთიანს, მთლიანს, რომლის ჭერქვეშ ყველამ მშვიდობიანად უნდა იცხოვროს.
მარტო ერის რიცხვობრივი გამრავლება არ არის საკმარისი. საჭიროა მომავალი თაობის სწორად აღზრდა და მათთვის სათანადო განათლების მიცემა.
ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათ აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ... იხილეთ სრულად
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრი... იხილეთ სრულად
ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერს, რაც შეადგენს კულტურულ სიმდიდრეს ჩვენი ერისას. დედის რძესა და ალერსთან ერთად ბავშვებმა უნდა შეისისხლხორცონ ყველაფერი, რაც ახასიათებს ჩვენს ქრისტესმოყვარე ერს: ღრმა რწმენა, მხუ... იხილეთ სრულად
აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი უნდა აღვზარდოთ მორწმუნე, მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისმოყვარე, სათნო, თავმდაბალი, გაჭირვებულთა დამხმარე, სამშობლოსათვის თავდადებული.
მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თან... იხილეთ სრულად
ბავშვებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ ავის და კარგის გარჩევა, ბრძოლა ბოროტებასთან და უფლის შეწევნით დაძლიონ მანკიერი მიდრეკილებანი. ამ რთულ საქმეს მასწავლებლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. კარგი იქნება, თუ ისინი უზნაძის განწყობის თეორიი... იხილეთ სრულად