ურჩობა - ციტატები, გამონათქვამები
ჩვენი ნება უშლის ხელს შეისმინოს ჩვენი ლოცვა! თუ ლოცულობ და უფალი არ ისმენს შენსას, გაფრთხილდი, ხომ არ ურჩობ.
შეუძლებელია ღმერთმა არ შეისმინოს ადამიანის, თუ თვით ადამიანი არ ეურჩა ღმერთს. რადგან ღმერთი შორს კი არ იმყოფება ადამიანისაგან, არამედ ჩვენი ნება არ აძლევს საშუალებას, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა
გვეშინოდეს, შვილებო, რომ დარიგებების მიმართ ურჩნი არ ვიყოთ, რადგან მათი დარღვევისა და ურჩობისთვის აუცილებლად დავისჯებით. დაე, ამისთვის ვიღვაწოთ. მაშ ასე, დაემორჩილეთ ბრძანებას, რომ სიყვარულისა და მორჩილების გვირგვინი მიიღოთ, როცა ... იხილეთ სრულად
მოდით, დავფიქრდეთ, შვილებო, ზეცაში ანგელოზები ხომ არ ეპასუხებიან, არ ეურჩებიან უფალს, თავიანთი ნების თანახმად ხომ არ იქცევიან, ხომ არ მტრობენ, არ სძულთ ერთმანეთი, ხომ არ ტოვებენ ღვთის საყდრის წინაშე თავიანთი მსახურების ადგილს? რა ... იხილეთ სრულად
როცა ვმრისხანებთ, ან გულისწყრომა დაგვეუფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.
ღმერთმა ევას უბრძანა, არ ეჭამა აკრძალული ნაყოფი. ევამ შეხედა ნაყოფს, ცოდვისგან იძლია, შეჭამა და მოკვდა ღვთისგან. მაშასადამე, იხილა და ცდუნდა. ის ტკბობის სურვილმა დაამარცხა, შინაგანი ბრძოლა ჰქონდა – თავისმოყვარებამ უბიძგა და გასინჯ... იხილეთ სრულად