ქორწინება - ციტატები, გამონათქვამები
ქორწინება - ციტატები, გამონათქვამები ქორწინება, გამონათქვამები, ციტატები
ჯვარდაწერილი და სიყვარულით შეუღლებული ცოლ-ქმარნი ღვთაებრივი შესაქმის გამგრძელებელნი არიან, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ ქვენა გრძნობები და ხორციელი ტკბობის სურვილი ამოძრავებს, ეს უკვე სიყვარული აღარაა. ვნებას აყოლილი პიროვნება მიწიერ... იხილეთ სრულად
ღმერთმა დანერგა ქალსა და მამაკაცში ურთიერთ ლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთ არსად ქცევისა, მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად.
ქორწინება თავგანწირვაა, თავდავიწყებაა, სხვაში დაკარგვაა, რომ ქორწინება ბრძოლაა, ურთიერთჭიდილია
ქორწინება ქრისტიანულ ეკლესიაში მარტო კაცის და ქალის შეერთება კი არ არის, იგია ღვთიური საიდუმლო, რომელიც ამ კავშირს ახალ შინაარსს ანიჭებს.
დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული.