სიცოცხლე - ციტატები, გამონათქვამები
სიცოცხლე - ციტატები, გამონათქვამები სიცოცხლე, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტეს აღდგომა არის დღესასწაული ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა და იმედისა, ზეიმი სიცოცხლისა, სიკვდილის დამთრგუნველისა.
"მე ვარ აღდგომა" და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკი... იხილეთ სრულად
სიკვდილი არის მოკლება სიცოცხლისაგან და არსებობისაგან, რადგანაც, რაკი გაჩნდება ადამიანი, არასოდეს დამთავრდება მისი არსებობა. სიცოცხლე კი ღმერთთან ერთად არსებობაა. და რადგანაც ღმერთი არის წყარო ბედნიერებისა, სიცოცხლე ბედნიერებაში არ... იხილეთ სრულად
აღდგომით მაცხოვარმა კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მოანიჭა და გახსნა გზა უსასრულო ნეტარებისა, რადგან დაძლია და დაამარცხა ყველაზე საშინელი და დაუძინებელი მტერი ადამის მოდგმისა და მთელი სამყაროსი - სიკვდილი.
სიკვდილის შიში იმ კაცს დაამწუხრებს, რომელსაც სინდისი ამხელს, ხოლო ვისაც კეთილი მოწმობა აქვს, მას ამდენადვე სურს სიკვდილი, რამდენადაც – სიცოცხლე.
სიკვდილი გარდაუვალი რეალობაა, იგი ახალი სიცოცხლის დასაწყისია და ღმერთთან შეხვედრის საწინდარია.
დაბადების დღე გარდაცვალების დღეს ჩამოართმევს ხელს. სიცოცხლე გარდაცვალების დასაწყისია.
ყოველი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე სულიერი სიხარულის მომტანია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მაინც სულ სხვაა; იგი ზეიმია ცისა და მიწისა, რადგანაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვგრძნობთ და განვიცდით.