ბოლო ჟამი - ციტატები, გამონათქვამები
რა გველის უკანასკნელ ჟამს, როგორი მძიმე შრომა და ძრწოლა! ნეტარ არიან, რომელთაც სულის თვალი ახელილი აქვთ და დიდი მოგზაურობისთვის საგზალს იმზადებენ. მე კი, საწყალობელს, კაცობრიობის ორმა ბოროტებამ – გულმავიწყობამ და უმეცრებამ თვალები... იხილეთ სრულად
ჩვენთვის სრულიად არ არის აუცილებელი იმის ცოდნა, თუ როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლა, რადგან სიკვდილის შემდეგ ყველა იმის შესაბამისად იქნება გასამართლებული, რა მდგომარეობაშიც მას სიკვდილი ეწევა.
მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობე... იხილეთ სრულად
4. ძმამ კიდევ ჰკითხა: ახლა მრავლად არიან წმინდანები მთელს დედამიწაზე, ასევე იქნება თუ არა უკანასკნელ ჟამს?
ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერს ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთის მხრივ, ამ სული... იხილეთ სრულად
მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. შესაძლოა ეს მოხდეს მსოფლიო საყოველთაო არჩევნების გზით. ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში.
მოვა დრო, როცა მსოფლიოს ერთი საერთო მმართველის მოთხოვნით ხელმოწერების მოგროვებას დაიწყებენ და მოსახლეობის მკაცრ აღრიცხვას შეუდგებიან. შევლენ სახლებში: იქ კი მამა, დედა და ბავშვები დახვდებიან. ცოლი ქმრის დარწმუნებას შეუდგება: „მოდი... იხილეთ სრულად
მოდის დრო, როცა დაკეტილი ტაძრების რემონტსაც კი შეუდგებიან, მარტო გარედან კი არა შიგნითაც კი გამართავენ. ტაძრებსა და სამრეკლოებს გუმბათებს ოქროთი დაუფერავენ და განამშვენებენ. ყველაფერს რომ მოათავებენ, ანტიქრისტეს გამეფების ჟამიც და... იხილეთ სრულად
გავლენიანი ბოროტი ძალები ეცდებიან სხვა ქვეყნების ხელმძღვანელად გაიყვანონ მათთვის სანდო პირები, რომ შემდეგ ერთხმად დაუჭირონ მხარი ანტიქრისტეს გამეფებას. მსოფლიო მართვის ცენტრი ვერ იარსებებს მსოფლიო გაერთიანების გარეშე. ამიტომაც ხდე... იხილეთ სრულად
კაცობრიობა სულიერად იმდენად გაღატაკდა, რომ მართალია თავს „ქრისტიანულ საზოგადოებად” მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ეშმაკისეულ „სასწაულთა“ საუკუნისთვის ემზადება. სწორედ ეს არის უკანასკნელი ჟამის მოახლოების ნიშანი (გამოცხ. 16.14).