ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
არ მიიღო არცერთი თავმომწონე აზრი, რომელსაც სატანა გაწვდის, არამედ მუდამ განიკითხე თავი, რადგან უკეთურმა ეშმაკმა სამარცხვინო ვნებებით შეგვბილწა. რითღა უნდა ვიამაყოთ? მხოლოდ მოთქმა-გოდება და ცრემლთა მდინარე გვჭირდება, რომ ჩვენი მწიკ... იხილეთ სრულად
17. გულისზრახვებში ნალოლიავები ბოროტება კადნიერს ხდის გულს, მაგრამ როდესაც ამ ბოროტებას თავშეკავებისა და სასოების გზით აღმოვფხვრით, ამით შეიმუსრება გული (ე.ი. თავმდაბალი და გულმოწყალე ხდება)(მრკ. 10.50–51).
ყოველთვის ვეცადოთ, რომ გონება მაცხონებელი ფიქრებით, სულისთვის სასარგებლო სურათებით დავაკავოთ, არ დავუტოვოთ ეშმაკს ადგილი იქ თავისი ცოდვიანი აზრებისა და წარმოსახვების ჩასაყრელად!
როცა გონება არ არის დაკავებული უფლის ხსოვნითა და საღვთო საგნებზე ფიქრით, მაშინ ადამიანს უდებება, მცონარება, უმეცრება და შემდეგ ბოროტი გულისთქმები ეუფლება!