უსამართლობა - ციტატები, გამონათქვამები
უსამართლობა - ციტატები, გამონათქვამები უსამართლობა, გამონათქვამები, ციტატები
სოფელი ესე არის ზღვა სიცრუისა და უსამართლოებისა. აღელვებულსა ამა ზღვასა შთაინთქმის ქრისტიანე, უკეთუ არ არის იგი შემოსილ სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს "კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა". იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდა... იხილეთ სრულად
შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც... უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.
უსამართლო მოპყრობებმა, რომლებიც ამ ცხოვრებაში ადამიანებისა და ეშმაკებისაგან შეგვხვდება, არ უნდა შეგვაწუხოს, რადგან ეს ღმერთსაც არ აწუხებს, რამეთუ იგი ყველა ამ უსამართლობას იწერს და მათ სანაცვლოდ ასწილად მიაგებს ზეციური სალაროდან.
ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლო ადამიანია. თუმც ამქვეყნად არაფერი მოუტანია, მაგრამ ისე ზრუნავს ამქვეყნიური საუნჯისთვის, თითქოს შეუძლია აქედან ყველაფერი თან წაიღოს.