ღმერთზე მინდობა - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთზე მინდობა - ციტატები, გამონათქვამები ღმერთზე მინდობა, გამონათქვამები, ციტატები
ცოდვასთან და სხვადასხვა ბოროტებასთან სულიერი ბრძოლა თუ ხდება ლოცვითა და ღმერთზე მინდობით, უფალთან უხილავი, მაგრამ რეალური ისეთი კავშირი მყარდება, ისეთი სხვა განცდა შემოდის, რომ იგი თავისი სიძლიერით ფარავს ნებისმიერ ტკივილს. ამიტომ... იხილეთ სრულად
დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მხოლოდ ჩვენს თავს დავეყრდნობით, არამედ მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემმუსვრელი და ჩვენი განმაძლიერებელი.
თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყო... იხილეთ სრულად
ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც, მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება.
დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა.
როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს პიროვნება, თუ მას არა აქვს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა და მთელი არსებით არ არის მინდობილი უფალს, ადვილად დაკარგავს მხნეობას.
ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალი მაინც მოიძებნება, ოღონდ კეთილგონიერებას უნდა მოვუხმოთ და ღმერთს მივენდოთ.
ნუ შიშობ, იტვირთო ჯვარი, უფლის მიერ შენთვის განკუთვნილი. მაცხოვარი მოგვევლინა არა დასასჯელად და წარსაწყმედად, არამედ ხსნისათვის თაყვანისმცემელთა მისთა. იგი ყოველ ჩვენგანს განუმზადებს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც ძალგვიძს, ოღონდ უნდ... იხილეთ სრულად
ნუ შეშინდები, ნუ დაგაბრკოლებს განსაცდელი. მთელი სასოებით მიენდე უფალს, რომელიც ყოველთვის განგანმტკიცებს შენ.