კეთილი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავის თავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდებათ. კეთილსა ... იხილეთ სრულად
ესა თუ ის კეთილი თუ ბოროტი სურვილი ჯერ აზრობრივად ყალიბდება და მერე იქცევა იგი მოქმედებად. თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთილ... იხილეთ სრულად
გზის არჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულს, რადგან აქ იბადება როგორც ბოროტი ისე კეთილი ზრახვანი.
თუ ცუდი აზრი მოგივა, ეცადე შეაჩერო და თავიდანვე გააანალიზო ყველა ის შედეგი, რაც მას მოჰყვება. ამასთან, მოუხმე მის საწინააღმდეგო კეთილ ფიქრებს
ყოველთვის ვეცადოთ, რომ გონება მაცხონებელი ფიქრებით, სულისთვის სასარგებლო სურათებით დავაკავოთ, არ დავუტოვოთ ეშმაკს ადგილი იქ თავისი ცოდვიანი აზრებისა და წარმოსახვების ჩასაყრელად!
ლმობიერების, სინანულის ცრემლის, სიხარულის, სიმშვიდის მოპოვება გსურს? გონების წისქვილს კეთილი აზრები მიაწოდე, მაგალითად, სულის, სიკვდილის ხსოვნის, სამსჯავროს შესახებ და სხვ. მაშინ შესაბამის სულიერ შედეგს მიიღებ! მაგრამ თუ ადამიანი ... იხილეთ სრულად
როგორც ფუტკრები იფანტებიან, როცა მათ კვამლით ახრჩოლებენ, ასევე გვშორდება სულიწმიდა ბილწი გულისსიტყვების კვამლის სიმყრალის გამო. როგორც ფუტკრებს იზიდავს ნექტრით სავსე ყვავილები, ისე უახლოვდება სულიწმიდაც იმ გულსა და გონებას, რომლებ... იხილეთ სრულად
გონება მუდმივად სულისთვის სასარგებლო აზრებით უნდა იყოს დაკავებული, რომ მზაკვარ ეშმაკს თავისუფლება არ მივცეთ, ათასი ცოდვილი აზრი მოგვიტანოს, რაც შებილწავს ჩვენს სულს და ღვთის წინაშე უწმინდურებად და დამნაშავეებად გვაქცევს.
ჩვენი ეპოქის უსაშინლესი ავადმყოფობა ერის ადამიანების ქაოსური ზრახვებია. მათთან, რასაც მოინდომებ, ყველაფერს იპოვი, გარდა - კეთილი ზრახვებისა. სწორედ იმიტომ იტანჯებიან, რომ მოვლენებთან სულიერი მიდგომა არ შეუძლიათ. მაგალითად, ადამია... იხილეთ სრულად