სიმტკიცე - ციტატები, გამონათქვამები
აქ, შვილო, მოთმინებით და სიმტკიცით გადავიხადოთ ჩვენი ცოდვების საზღაური, რომ სიკვდილის შემდეგ თავისუფლების ღირსნი გავხდეთ.
79. მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია: უგნურება, სულმოკლეობა, თავშეუკავებლობა, უსამართლობა. ზეციური ხატის მთავარი სათნოებაა; კეთილგონიერება, სიმტკიცე, უბიწოება, სამართლიანობა. "ვითარცა იგი შევიმოსეთ ზატი იგი მიწიერისა, შევიმოს... იხილეთ სრულად
როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული.
ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფა შეუძლებელ არს ჩემგან. დააცხრუე ჩემდა აღთქმანი ეგე არად სახმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მედგრად ქრისტესა.
ძმანო ჩემნო, ვეცადოთ, რომ ადვილად, დაუკვირვებელად არ დავემორჩილოთ რჩევასა კაცთასა, ვიყვნეთ მტკიცენი, თვითმდგომარენი. თუ კი კეთილი აზრი და განზრახვა გაქვს გულში, რისთვისღა უჯერებ კაცსა, რომელი იმის წინააღმდეგს შეგაგონებს? რათ სცვლი... იხილეთ სრულად
დიდი უბედურება არის კაცისათვის, როდესაც მას არა აქვს მტკიცე ხასიათი და სულიერი ღონე. კაცი მტკიცე, სულიერად ღონიერი, ადვილად წინააღუდგება ყოველს ბოროტს მოთხოვნილებას და გამაგრდება ღვთისმსახურებასა შინა და პატიოსნებასა. კაცი უღონო დ... იხილეთ სრულად
ვიყვნეთ ფრთხილი და მტკიცე, არა დავიძინოთ ცოდვათა შინა ჩვენთა და წარტაცებულნი სოფლისა ამის ამაოებითა და ბოროტებითა, არ მივცეთ დავიწყებასა მაღალი და ძლიერი სულიერი მოვალეობა ჩვენი.
კაცი, მოკლებული ხასიათისა სიმტკიცესა, ვერ მიიყვანს ბოლომდე ვერცა ერთსა უმცირესსა საქმესა, ხოლო უმეტესად მტკიცე ხასიათი არის საჭირო ქრისტიანისათვის თვისის სჯულის აღსრულებასა შინა. ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს დიდსა სიმტკიცესა.... იხილეთ სრულად